სარჩევი
შარიქაძე vs კონტნი - უყურე RKENA-ს setantasports.com-ზე | Setanta Sports

29 ნოემბერს, სპორტის სასახლეში RKENA-ს პირველი ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარ ორთაბრძოლა მერაბ შარიქაძესა და პატრიკ კონტნის შორის შედგება.

როგორ ვიყიდოთ ბილეთები?

RKENA 1-ის ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე ამ ბმულით შეგიძლიათ.

მოკლედ RKENA-ს შესახებ – ხიდი საერთაშორისო არენამდე – MMA-ის ჭრილში, ჩვენს რეგიონში მთავარ გამოწვევას სწორედ ეს წარმოადგენს – არაერთი საბრძოლო ხელოვნების დიდი რაოდენობით ენთუზიასტსა და მათ პოტენციალს სჭირდება პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, მებრძოლები გზას საერთაშორისო ასპარეზზე გაიკვლევენ.

სწორედ ასეთი ორგანიზაციაა რკენა, რომლის მიზანიც საფუძველშივე რეგიონში მებრძოლებისთვის თავის გამოსაჩენი პლატფორმის მიწოდებაა და ახალი ტალანტების პოვნაა.

ახალი ქართული MMA ორგანიზაციის მთავარი მხარდამჭერი და სულისჩამდგმელი Setanta Sports-ია.

ღონისძიების პირაპირი რეპორტაჟის ხილვა ქართველ მაყურებელს setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.

რკენა – გამარჯვებას რა უნდა?!

სულ ცოტა ხნის წინ RKENA-ს სოციალური ქსელების მეშვეობით გავიგეთ საბრძოლო ქარდი, რომელიც 29 ნოემბერს თბილისში გაიმართება.

განსაკუთერბით საინტერესო იქნება ოქტაგონზე მერაბ შარიქაძის ხილვა, რომელიც რაგბიდან წასვლის შემდეგ MMA-ში თავის სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს.

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 104 შეხვედრაში 102 ქულა აქვს მოპოვებული და 32 წლის ასაკში იცვლის სპორტს, რისი ნახვაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

ინტერვიუ მერაბ შარიქაძესთან

RKENA 1 – საბრძოლო ქარდი