რკენას პირველი ღონისძიებისთვის მედია აკრედიტაციების მიღება დაიწყო. 26 ოქტომბრის ჩათვლით, აკრედიტაციების განაცხადის შევსება, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო მედია წარმომადგენლებს, მითითებულ ბმულზე შეეძლებათ.
აკრედიტაციის პროცესის მნიშვნელოვანი დეტალები:
- მედია ზონაში ადგილები მკაცრად შეზღუდულია.
- შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს ვურჩევთ, განაცხადი მაქსიმალურად დროულად შეავსონ.
- მედია ზონაში დაშვება მოხდება მხოლოდ წინასწარ აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის.
- ვიდეო და ფოტო გადაღება დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ზონებში.
- სპორტსმენებთან ან ოფიციალურ პირებთან ინტერვიუების ჩაწერას კოორდინირებას გაუწევს რკენას მედია გუნდი.
რკენა – ახალი სიტყვა ქართულ და რეგიონულ MMA-ში
შეგახსენებთ, რომ რკენა შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალი ორგანიზაციაა, რომელიც 2025 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია.
რკენას მისია საქართველოსა და მთელს რეგიონში MMA-ის კიდევ უფრო პოპულარიზაციასთან ერთად მისი, როგორც კულტურის განვითარებაა.
მედია საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე, შეგიძლიათ მიმართოთ მედია გუნდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]