სარჩევი
რკენა - ახალი სიტყვა ქართულ და რეგიონულ MMA-ში | Setanta Sports

რკენა შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალი ორგანიზაციაა. სახელი წმინდა ქართულია, იდეაც საქართველოში გაჩნდა, მისი მისია კი ჩვენს ქვეყანასა და მთელს რეგიონში MMA-ის კიდევ უფრო პოპულარიზაციასთან ერთად მისი, როგორც კულტურის განვითარებაა.

ორგანიზაცია 2025 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია.

რეგიონის ყველაზე დიდი სპორტული მედია 14 ქვეყანაში ოპერირებს. ჩვენი მედია-პლატფორმა სპორტის მილიონობით ქომაგს სპორტის ყურების უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს და უკვე წლებია, ამ მისიას თავს წარმატებით ართმევს.

რკენა – მიზანი

თავად ორგანიზაცია რკენას მიზანი ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო არენისთვის მომზადებაა.

MMA-ის ჭრილში, ჩვენს რეგიონში მთავარ გამოწვევას სწორედ ეს წარმოადგენს – არაერთი საბრძოლო ხელოვნების დიდი რაოდენობით ენთუზიასტსა და მათ პოტენციალს სჭირდება პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, მებრძოლები გზას საერთაშორისო ასპარეზზე გაიკვლევენ.

ამიტომაცაა, რომ რკენამ ამთავითვე მთავარ გამოწვევას დაუმიზნა და სისტემური, მიზანმიმართული ნაბიჯებით, საქართველოსა და მთელს რეგიონში ორგანიზაციის განვითარების პროპორციულად, საერთაშორისო დონეზე, მებრძოლების თვითდამკვიდრებისთვის იბრძოლებს.

ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდება Fight Night-ების სერია, რომელიც პირველ ეტაპზე, საქართველოში გაიმართება. მომდევნო მიზანი, უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა იქნება.

რკენა გეგმავს შექმნას ძლიერი ეკოსისტემა, რომელიც განავითარებს MMA-ის კულტურას მთელ რეგიონში.

სულ მალე მაყურებელი პირველი ღონისძიების შესახებაც გაიგებს, რომლის ანონსიც მერწმუნეთ, ამ ივენთის მიმართ მეტი მაყურებლის ინტერესს გამოიწვევს.

ცხადია, ღონისძიების ხილვა მაყურებელს პირდაპირ ეთერში, ჩვენს პლატფორმაზე, setantasports.com-ზე შეეძლება.

რკენა – ვიდეო

რკენას მთავარი სათქმელი გადმოცემულია ახალ საიმიჯო ვიდეორგოლში, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იბადება ახალი ძალა ქართულ სპორტში. იშვიათია, ერთი ვიდეო ამდენად სრულყოფილად გადმოსცემდეს პროექტის სულისკვეთებას და სრულფასოვნად ასახავდეს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას რკენა.

მიიღე ფასდაკლება setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.