მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა! UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა შონ ომალის ამჯერად UFC 316 სძლია და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა შეინარჩუნა.
მერაბმა ზედიზედ მე-13 ორთაბრძოლა მოიგო, ეს კი მოქმედ მებრძოლებს შორის მე-2 საუკეთესო მაჩვენებელია. მერაბმა კარიერაში მე-2, UFC-ში კი – 1-ლი საბმიშენი შემოგვთავაზა და ომალი მე-3 რაუნდში დააფინიშა.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ.
დვალიშვილმა საქმეს ხელი პირველივე რაუნდიდან მოკიდა, თან არამხოლოდ გრეპლინგით, სტრაიკინგითაც.
იყო თეიქ დაუნიც და სრული დომინაცია. 1-ლი რაუნდი ქართველმა მანქანამ წყნარად წამოიღო.
აი მე-3 რაუნდში კი მაყურებელმა უკვე ის ნახა, რასაც მერაბის ტრადიციულად მიჩვეულნი ვართ. ესთეტიკური გდება და რიგი მნიშვნელოვანი დარტმები, როგორც ტანში, ასევე თავში.
შესაბამისი იყო მინდია წიკლაურისა და ლადო ნაცვლიშვილის კომენტარებიც: “ამასობაში, შონ ომალი მაგარი ნაცემია.”
მერაბმა სრული დომინაცია აჩვენა და მე-3 რაუნდში ბრძოლა სრულად წამოიღო.
ე.წ. ნინჯა ჩოუქი, მახრჩობელა და საბმიშენი!
“ამერიკას გაუმარჯოს, UFC-ის გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს,” – ტრადიციული ქართული შეძახილი მერაბისა და ნევარკის ქართული პუბლიკისგან ბრძოლის დასრულების თანავე ვიხილეთ.
საინტერესოა, რომ მიჯრით მოგებული 13 ბრძოლიდან ბოლო 6 განსაკუთრებით გამორჩეული იყო. დვალიშვილის მეტოქეთა სია და სტატუსი ასე გამოიყურება: შონ ო’მალი – ყოფილი ჩემპიონი, უმარ ნურმაგომედოვი – დაუმარცხებელი, ჰენრი სეხუდო – ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი – ყოფილი ჩემპიონი, ჟოზე ალდო – ყოფილი ჩემპიონი.
UFC 316 – შედეგები
ნევარკში, ნიუჯერსიში არაერთი საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ. მათ შორის, გამორჩეული ქალთა სუპერმსუბუქი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლა იყო.
Co Main ბრძოლა – ქალთა სუპერმსუბუქი კატეგორია
კაილა ჰარისონმა დაამარცხა ჯულიანა პენია
დანებება – მეორე რაუნდი, 4:55
კაილა ჰარისონმა (20–1–0) ყოფილი ჩემპიონი ჯულიანა პენია (13–7–0) მეორე რაუნდის დასასრულს დაამარცხა და შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
საშუალო წონითი კატეგორია
კელვინ გასტელუმმა დაამარცხა ჯო პაიფერი
გადაწყვეტილებით – მესამე რაუნდი, 5:00
გამოცდილმა კელვინ გასტელუმმა (21–10–0, 1 გაუქმებული ბრძოლა) სამრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ ქულებით სძლია ჯო პაიფერს (14–4–0). ბრძოლა დაძაბული იყო, თუმცა გასტელუმმა მეტოქეს გამოცდილებითა და სტაბილურობით ხარჯზე აჯობა.
სუპერმსუბუქი კატეგორია
პაჩი მიქსმა დაამარცხა მარიო ბაუტისტა
გადაწყვეტილებით – მესამე რაუნდი, 5:00
პაჩი მიქსმა (21–2–0) სამრაუნდიანი თანაბარი ბრძოლის შემდეგ მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა მარიო ბაუტისტა (16–3–0). მიქსმა საკუთარი ტაქტიკური სიზუსტით უპირატესობა მოიპოვა და დამსახურებული გამარჯვება გაიფორმა.
ქვემძიმე წონითი კატეგორია
კევინ ჰოლანდმა დაამარცხა ვისენტე ლუკე
დამორჩილება – მეორე რაუნდი, 1:03
კევინ ჰოლანდმა (29–13–0, 1 გაუქმებული ბრძოლა) მეორე რაუნდში შეძლო ვისენტე ლუკეს (23–12–1) დამორჩილება. ჰოლანდის სწრაფმა და ტექნიკურმა მოქმედებებმა მას უპირატესობა მისცა და კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.
გაუქმებული ბრძოლა – სუპერმსუბუქი კატეგორია
მარლონ ვერა vs. მარიო ბაუტისტა
ბრძოლა გაუქმდა. შედეგად, მარიო ბაუტისტა პაჩი მიქსს დაუპირისპირდა.
მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა და ეს დიდებული ამბავია. ივნისი Setanta Sports-ზე სპორტული მოვლენებით დატვირთულია, უშუალოდ MMA-ის რაც შეეხება, ივნისის ბოლოს ჩვენი მაყურებელი უკვე ილია თოფურია vs ჩარლზ ოლივეირას იხილავს UFC 317-ზე.