სარჩევი
მახაჩევი vs თოფურია - ისლამს ბრძოლა თეთრ სახლში სურს | Setanta Sports

მახაჩევი vs თოფურია – ბრძოლა, რომელიც MMA-ის ყველა გულშემატკივარს სურს. ისლამ მახაჩევი 2026 წლის თეთრი სახლის ივენთზე ქართველ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ჩხუბს უმიზნებს.

UFC თეთრ სახლში? ტრამპმა 2026 წლის ივენთი დაადასტურა

UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა, რომელიც ახლა ჯეკ დელა მადალენასთან ქვესაშუალო წონის ტიტულს უმიზნებს, ESPN-თან საუბარში აღნიშნა, რომ 2026 წელს თეთრ სახლში ილია თოფურიასთან ჩხუბი სურს.

მახაჩევი (27-1) UFC 322-ზე ქვესაშუალო-ის სატიტულო ორთაბრძოლაში მოქმედ ჩემპიონ ჯეკ დელა მადალენას (18-2) შეხვდება, ბრძოლა 14 ნოემბერს ნიუ-იორკში, მედისონ სქუეარ გარდენზე გაიმართება.

ზუსტად ამ შესაძლებლობისთვის, მახაჩევმა მაისში მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა. ილია თოფურიამ (17-0) ეს ტიტული ივნისში, ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტებით მოიპოვა.

UFC 322-ს ქართველი მაყურებელი setantasports.com-ის პლატფორმაზე იხილავს

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი ბევრის აზრით მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლები არიან, ილიამ აქამდე არა ერთხელ გამოთქვა ისლამთან ჩხუბის სურვილი და ქართველი მზადაა ამისთვის კიდევ ერთი წონით მაღლა ავიდეს.

რუსმა მებრძოლმა საპასუხოდ ESPN-ის რეპორტიორთან, ბრეტ ოკამოტოსთან საუბარში განაცხადა, რომ ილიასთან ჩხუბს მხოლოდ მიესალმება – “ვნახე ილიას ჩხუბი (ოლივეირასთან) ის კარგია. ახლა წინ კარგი ჩხუბი მაქვს და ვიცი, რომ ილიაც მალე იჩხუბებს, ვნახოთ რა მოხდება. მას თეთრ სახლში ჩხუბი სურს და მეც იქ ვიქნები. UFC-ის თეთრ სახლში დიდი ჩხუბები სჭირდება – რომელია ამაზე დიდი ჩხუბი?

UFC-ის ჯერჯერობით თეთრი სახლის ივენთზე არც ერთი ჩხუბი გამოუცხადებია, პრეზიდენტმა ტრამპმა მხოლოდ თარიღი დაადასტურა – 14 ივნისი.

თოფურიას ჯერჯერობით არ აქვს ჩანიშნული ჩხუბი, თუმცა პოტენციურად თეთრი სახლის ივენთამდე ქართველმა საჩემპიონო ქამარი უნდა დაიცვას.