სარჩევი
იმავოვი vs ბორალიო - UFC Paris setantasports.com-ზე

შაბათს, 6 სექტემბერს სეტანტა სპორტის ეთერში მაყურებელს UFC პარიზის ყურების შესაძლებლობა ექნება, რომელიც ქართული დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.

მთავარი დაპირისპირება საშუალო წონაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს ნასურდინ იმავოვი და კაიო ბორალიო დაუპირისპირდებიან.

ქო-მეინ ივენთზეც ფრანგულ-ბრაზილიური დაპირისპირება შედგება, სადაც ერთმანეთს მსუბუქი წონისორი მებრძოლი, ბენუა სენტ-დენი და მაურისიო რუფი შეხვდებიან.

UFC Paris – პირდაპირი რეპორტაჟი

იმავოვი vs ბორალიოსა და მთლიანად UFC Paris-ის ივენთის პირდაპირ ეთერში ხილვას setantasports.com-ზე შეძლებთ.

საქართველოს დროით წინასწარი ბრძოლები დღის 21:00 საათიდან, ხოლო მთავარი ქარდი 23:00 საათიდან დაიწყება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

იმავოვი vs ბორალიო – ქამარზე გამსვლელი ბრძოლა

არის მოლოდინი, რომ ნასურდინ იმავოვსა და კაიო ბორალიოს შორის გამარჯვებულმა ქამარზე ბრძოლის შანსი მოიპოვოს.

საშუალო წონის ქამარი სულ რამდენიმე ხნის წინ ხამზატ ჩიმაევმა დრიკუს დუ პლესის წინააღმდეგ მოიპოვა. იმ შემთხვევაში, თუ ამ მებრძოლებს შორის რემატჩი ვერ შედგება, რიგში სატიტულო ბრძოლაში პირველს სწორედ დღევანდელი პარიზის ივენთი გამოარკვევს.

აღსანიშნავია, რომ იმავოვს UFC-ში 2-წლიანი წაუგებელი სერია აქვს. მოგებათა სერია ფრანგმა ქართველ მებრძოლთან, რომან დოლიძესთან დაიწყო.

რომან დოლიძესთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვების შემდეგ, ნასურდინმა ერთმანეთის მიყოლებით ელიტარული UFC მებრძოლები: ჯარედ კანონიერი, ალენი და ისრაელ ადესანია დაამარცხა.

რაც შეეხება კაიო ბორალიოს, საშუალო წონის რეიტინგში ბრაზილიელი მე-7 ადგილზეა. ბრაზილიელმა მებრძოლმა პირველად 2022 წელს ჩაატარა UFC-ის ბრძოლა ომარგაჯიევის წინააღმდეგ. დღემდე ბორალიოს UFC-ში არასდროს წაუგია.

მთელი ამ მოგებათა სერიის განმავლობაში ბორალიომ პეტროსიანი, მურადოვი, ოლეკსეიჩუკი, მაგომედოვი, კრეიგი და კანონიერი დაამარცხა.

ბენუა სენტ-დენი vs მაურისიო რუფი

არანაკლებ საინტერესო ბრძოლას ელოდება მაყურებელი სენტ-დენისა და რუფის დაპირისპირებიდან, რომელშიც რთულია ფავორიტის გამოყოფა.

შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრები მთავარ სანახაობას სწორედ ამ ბრძოლიადნ ელოდებიან, სადაც ერთმანეთს ელიტარული მებრძოლები ხვდებიან.

ბენუა სენტ-დენი თუ მოტივირებული მეტოქის დალეწვაზე და შეუპოვარ ბრძოლაზეა, მაურისიო რუფი ამას ულამაზესი საბრძოლო სტილით აკეთებს, ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დაპირისპირებაში სანახაობა გარანტირებულია.

იმავოვი vs ბორალიო – UFC Paris setantasports.com-ზე, იხილეთ ჩვენი კომენტატორების Figh Night ლაივი აღნიშნულ ივენთზე: