UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა პოსტი, სადაც წერს, რომ ქართველი შემდეგი წლის პირველ მეოთხედში ბრძოლას არ აპირებს.
უყურე UFC-ის ყველა ივენთს setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
სულ ცოტახნის წინ, ილია თოფურიას ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში თავისი მეორე ბრძოლა ჩაატარა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
ალექსანდრე თოფურიას ბრწყინვალე მოგება – რა ვნახეთ UFC კატარზე?
მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ბრძოლას 2026 წლის გაზაფხულამდე არ აპირებს. ილიას განცხადებით, მსა სურს ეს დრო პირად ცხოვრებას დაუთმოს.
“შემდეგი წლის პირველ მეოთხედში ბრძოლას არ ვაპირებ. ახლა პირად ცხოვრებაში რთული დრო მაქვს, მსურს ფოკუსი მთლიანად ჩემს შვილებზე გადავიტანო და სიტუაციიდან გამოსვლის გზა რაც შეიძლება მალე ვიპოვო. არ მსურს დივიზიონის დატოვება. UFC საჭირო ბრძოლებს ჩანიშნავს და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, ორგანიზაციას შევატყობინებ, რომ დაბრუნებისთვის მზად ვარ”
28 ნოემბერს გამთენიისას, UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ლაივის მეშვეობით დაანონსა ბრძოლები, რომლებიც იანვარში გაიმართება. მათ შორის იყო დროებითი საჩემპიონო ბრძოლა ილიას წონაში, სადაც ერთმანეთს რეიტინგის პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი შეხვდებიან.
პიმბლეტსა და გეიჯის შორის გამარჯვებული ილია თოფურიას 2026 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში დაუპირისპირდება.
გარდა ამ ბრძოლისა, UFC-ის პრეზიდენტმა UFC 324-ის სრული ქარდი დაასახელა – ეს ივენთი 24 იანვარს გაიმართება და ‘პარამაუნტის’ სადებიუტო ფეიფერვიუ იქნება.