ილია თოფურია vs ჩარლზ ოლივეირა – ნანატრი ბრძოლის დღე მოახლოვდა. UFC 317-ზე მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელის ვინაობას თოფურია და ოლივეირა გაარკვევენ.
ორი გამორჩეული მებრძოლი, ორი სტრაიკერი და ჩემპიონობის მაძიებელი ორი პრეტენდენტი – მაყურებელს საუცხოო სანახაობა ელის, რომელშიც ფავორიტი ქართველია.
თოფურია vs ოლივეირა – პირდაპირი რეპორტაჟი
ილია თოფურია vs ჩარლზ ოლივეირა ბრძოლის პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს ექსკლუზიურად setantasports.com-ზე შეეძლება. UFC 317 29 ივნისს, საქართველოს დროით 04:00 საათიდან დაიწყება, მეინ ქარდის ხილვის შესაძლებლობა კი მაყურებელს 06:00 საათიდან ექნება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები JJ25 NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
JJ25 – ერთ თვეს + ერთი თვე.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.
UFC 317 თოფურია vs ოლივეირა – პრევიუ
მთავარი ბრძოლა: ილია თოფურია vs ჩარლზ ოლივეირა
თანამთავარი ბრძოლა: ალეშანდრ პანტოჟა vs კაი კარა-ფრანსი
ადგილმდებარეობა: T-Mobile Arena – ლას-ვეგასი, ნევადა
სად ვუყუროთ: setantasports.com
UFC 317 გამორჩეულ სანახაობას გვპირდება. ცხადია, მთავარი მოვლენა ილიას ახალ წონაში გადასვლაა, თუმცა მთლიანად ივენთიც გამორჩეულია.
ახალი წონა და ახალი გამოწვევები. პირველი მეტოქე ჩარლზ ოლივეირაა, რომელიც ხელწამოსაკრავი ოპონენტი არ არის, თუმცა ფავორიტი თოფურიაა.
პარამეტრი | თოფურია | ოლივეირა |
---|---|---|
რეკორდი | 16-0-0 | 35-10-0 |
ბოლო შეხვედრის შედეგი | მოგება (Win) | მოგება (Win) |
ქვეყანა | საქართველო | ბრაზილია |
სიმაღლე | 170 სმ (5′ 7″) | 178 სმ (5′ 10″) |
ბრძოლის წონა | 77 კგ (169.7 ფუნტი) | 76 კგ (167.6 ფუნტი) |
წვდომა ხელით | 175 სმ (69 ინჩი) | 188 სმ (74 ინჩი) |
წვდომა ფეხით | 94 სმ (37 ინჩი) | 104 სმ (41 ინჩი) |
Pound For Pound რეიტინგში თოფურია მე-3 ადგილზეა, ოლივეირა კი – მე-13-ზე. საინტერესოა, რომ აქ ტოპ 3-ში ორი ქართველია – მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია.
ილია თოფურია
• საშუალოდ: 4.69 დარტყმა წუთში
• 2.02 თეიქდაუნი ყოველ 15 წუთში
• 0.99 ნოკდაუნი 15 წუთში
ჩარლზ ოლივეირა
• 20 ფინიში (ყველა დროის რეკორდი)
• 16 საბმიშენი (ყველა დროის რეკორდი)
• 20 ბონუსი საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის (ყველა დროის რეკორდი)
თოფურია ახალ წონით კატეგორიაში ადის მას შემდეგ, რაც 2024 წელს ქვემსუბუქ წონაში გამორჩეულად იბრძოლა:
მეორე რაუნდში ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით ტიტული მოიპოვა და შემდეგ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში მესამე რაუნდში გამარჯვებით წარმატებით დაიცვა ის აბუ დაბიში, ოქტომბერში გამართულ ბრძოლაში.
ახლა, დაუმარცხებელი, 28 წლის მებრძოლი ახალ დივიზიონში ცდილობს მეორე ტიტულის მოპოვებას და იმ ცხრა მებრძოლს შორის მოხვედრას, რომელთაც UFC-ის ქამარი ორ წონით კატეგორიაში აქვთ მოპოვებული.
ოლივეირაც ისტორიის დაწერისკენ მიისწრაფვის – მას სურს პირველი მებრძოლი გახდეს, ვინც UFC-ის მსუბუქი წონის ტიტული ორჯერ მოიგო.
გასულ წელს, “დუ ბრონქსი” UFC 300-ზე დაძაბულ ბრძოლაში არმან ცარუკიანთან დამარცხდა, თუმცა შემდეგ UFC 309-ზე ნიუ-იორკში მაიკლ ჩენდლერთან დამაჯერებლად იმარჯვა, რითაც დონალდ სერონისა და ანდრეი არლოვსკისთან ერთად UFC-ის ისტორიაში მეორე ადგილზე გადავიდა გამარჯვებების რაოდენობით.
UFC 317 – ყველა ბრძოლა
სექცია | დაპირისპირება |
---|---|
მთავარი ბარათი | ილია თოფურია vs ჩარლზ ოლივეირა |
ალეშანდრ პანტოჟა vs კაი კარა-ფრანსი | |
ბენილ დარიუში vs რენატო მოიკანო | |
ბრენდონ როივალი vs ჯოშუა ვანი | |
პეიტონ ტალბოტი vs ფელიპე ლიმა | |
წინასწარი ბარათი | ჯეკ ჰერმანსონი vs გრეგორი როდრიგესი |
ჰაიდერ ამილი vs ხოსე დელგადო | |
ვივიანე არაუჟო vs ტრეისი კორტესი | |
ტერენს მაკკინი vs ვიაჩესლავ ბორშჩევი | |
ჯონათა დინიზი vs ალვინ ჰაინსი | |
ნიკო პრაისი vs ჯაკობი სმიტი | |
სედრიკ დუმასი vs ჯექსონ მაკვეი |