სარჩევი
დვალიშვილი vs ომალი 2: შონ ო’მალი რემატჩსა და მზადებაზე - Setanta Sports-ის ექსკლუზიური ინტერვიუ | Setanta Sports

დვალიშვილი vs ომალი 2 – Setanta Sports-ის ჟურნალისტმა გიორგი ქოქიაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა შონ ომალის. UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ოქტაგონს 8 ივნისს, მერაბ დვალიშვილთან რემატჩისთვის UFC 306-ის მთავარ ბრძოლაში უბრუნდება.

„ძალიან კარგად ვარ,“ დაიწყო ომალიმ. „ბარძაყის ტრავმა, რაც პირველ ბრძოლაში მქონდა, სრულად მოვიშუშე. ამჯერად მომზადება იდეალურად გავიარე. ყველაფერი გავაკეთე, რაც საჭიროა ისეთ მოწინააღმდეგესთან გასამკლავებლად, როგორიც მერაბია.“

დვალიშვილი vs ომალი 2 – პირდაპირი რეპორტაჟი

უყურეთ UFC 316-ის ღონისძიებას, მათ შორის მთავარ ბრძოლას – ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის რემატჩს – მხოლოდ setantasports.com -ზე.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

შონ ომალი – ინტერვიუ

თავის წარსულ გამოცდილებაზე საუბრისას, ო’მალიმ გაიხსენა რევანშ-ბრძოლა ჩიტო ვერასთან:

„პირველი ბრძოლა ჩიტოსთან წავაგე, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ შემეძლო მისი დამარცხება. ამის დასამტკიცებლად სამი წელიწადი და რვა თვე დამჭირდა. მერაბთან კი მხოლოდ ცხრა თვე დამჭირდება.“

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ მენტალიტეტი კი არა, არამედ მომზადების ხარისხიც განსხვავებულია:

„პირველ ჯერზე საკმარისად ძლიერი შეკრება არ მქონდა. მჯეროდა, რომ მოვიგებდი, მაგრამ სხეული მზად არ იყო. ახლა კი – გონება და სხეული ორივე მაქსიმუმზეა.“

UFC-ის ქართველი ჩემპიონის მეტოქემ ჭიდაობის გაუმჯობესებაზეც გაამახვილა ყურადღება:
„იყო დღე ამ შეკრებაზე, როცა უფრო მეტი ვიჭიდავე, ვიდრე მთლიანად პირველი ქემფისას მთლიანობაში. ეს ცხადად აჩვენებს, რამდენად უკეთ ვარ მზად.“

ვარსკვლავების სტუმრობის მიუხედავად, როგორიც არიან ისრაელ ადესანია და დემეტრიუს ჯონსონი, ო’მალი ამბობს, რომ მისი მომზადების ბირთვი საკუთარი გარემოა:

„ყველა მებრძოლმა უნდა შექმნას საკუთარი სივრცე. მე მაქვს სარბენი ბილიკი, საუნა, ყინულის აბაზანა, ოქტაგონი – ეს ყველაფერი სახლშია. ეს მაძლევს შესაძლებლობას, ვაკონტროლო გარემო და ყურადღება არაფერმა გამიფანტოს.“

საჯარო დარბაზებზე კი გულწრფელად განაცხადა:

„ხანდახან ფოტოს მთხოვენ, დიახ, მაგრამ ერთსა და იმავე ადგილას ყოველდღე რომ ხარ, განსაკუთრებულობა უბრალოდ ქრება.“

დვალიშვილის ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან ო’მალიმ ასე შეაფასა:

„ეს მისი საუკეთესო გამოსვლა იყო. მაგრამ მას მაინც ბევრი ხარვეზი აქვს. და მაინც იგებს – სწორედ ეს არის ყველაზე გამაოგნებელი.“

„მერაბი არ არის სუპერტექნიკური, მაგრამ არის დაუღალავი. ეს არის მისი მთავარი იარაღი.“

მისი აზრით, დვალიშვილი კვლავ ჭიდაობაზე იქნება ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სტრაიკინგზე მეტს საუბრობს. ომალი ამბობს:

„წინა ბრძოლაში მიწაზე გადასვლამდე ხელით სულ რაღაც ოთხი ან ხუთი დარტყმა მომაყენა. ამბობს, რომ დარტყმებზე ფიქრობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველივე შანსის შემთხვევაში ჭიდაობაზე გადავა.“

პირად დაპირისპირებას კი ასე უყურებს:

„ჩემთვის ეს პირადული ბრძოლა არ არის. ფანებს შეიძლება ეგონოთ რომ ასეა, მაგრამ ჩემთვის ეს მხოლოდ სპორტსმენი სპორტსმენის პირისპირაა.“

სუპერმსუბუქი დივიზიონის მდგომარეობაზე ო’მალიმ თქვა:

„ამ ეტაპზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული წონაა UFC-ში.“

ასევე შეეხო პატჩი მიქსის UFC-ში ჩართვას:

„ძალიან გამოცდილია. ბელატორს დიდად არ ვადევნებდი თვალს, მაგრამ მისი ჰაილაითები რომ ვნახე – ცხადია, ის აქ ყოფნას იმსახურებს.“

წონის ცვლილებაზე კი აღნიშნა:

“ქვემსუბუქი წონა? ჯერჯერობით არა. ჯერ კიდევ მინდა, სუპერმსუბუქ წონაში რამდენჯერმე დავიცვა ქამარი. მერე ვილაპარაკოთ.“

სოციალური ქსელებიდან თავის შორს დაჭერას კი ასე აფასებს:

„ინსტაგრამი, ტვიტერი, ფეისბუქი – წლეულს არცერთი არ გამიხსნია. ყურადღება არაფერზე არ მეფანტება და ეს სულიერადაც მეხმარება.“

დასასრულს, ო’მალიმ აღნიშნა:

„გინდ გიყვარდეთ, გინდ გძულდეთ – 8 ივნისს მაინც უყურებთ ამ ბრძოლას. გააცხელებთ ქორნდოგს, ჩართავთ სტრიმს – მაგრამ მე მაინც მოვიგებ. საოცარი იქნება.“

შონ ომალის იდენტური ოპტიმიზმი მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლაში დაასრულა. რა როგორ იქნება, მაყურებელი კვლავ setantasports.com-ზე ნახავს.

ბრძოლამდე კი თვალი ადევნეთ ყველა სიახლეს UFC Fight Night-ის გვერდზე Facebook-ზე და იმავე არხზე Youtube-ზე.