დვალიშვილი vs იანი 3 – მერაბ დვალიშვილი UFC-ის საჩემპიონო ქამარზე დაბრუნდება. ინფორმაციას თავად ქართველი მებრძოლი ავრცელებს.
Adjaratabet-ის TikTok-ზე განთავსებული ვიდეოს ამონარიდიდან ვიგებთ, რომ ქართველ მანქანას თავად ორგანიზაცია დასვენების შემდეგ საჩემპიონო ბრძოლას შესთავაზებს.
დვალიშვილი vs იანი 3
“UFC-ის დამიკავშირდა და მითხრა – დაისვენე, რანდენი ხანიც გსურს, შემდეგს ქამარზე იბრძოლებ, იანთან.
დაისვენე და დაგვირეკე, როდესაც მზად იქნები.
სავარაუდოდ, მათ უნდათ ბრძოლა გაიმართოს ზაფხულში, თუმცა მე ზაფხულამდე მოცდა არ მსურს.
გარდა ნაკაწრებისა, ამ ბრძოლიდან მნიშვნელოვანი ტრავმა არ მიმიღია. მე გაზაფხულზე, მაწყობს ბრძოლის დანიშვნა, მაგალითად, აპრილში. კარგი იქნება თუ გაზაფხულზე იქნება ბრძოლა, თუ არა და, მაშინ – ზაფხულში დაინიშნება ბრძოლა.”
მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც UFC-ში 14-ბრძოლიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, საჩემპიონო ქამარი პიოტრ იანთან მეორე ბრძოლაში დათმო.
ამ მარცხის შემდეგ, MMA-ის ქართველ გულშემატკივრების მთავარი ინტერესი მერაბის შემდეგი ბრძოლის სტატუსი და დაახლოებითი თარიღი იყო. ცხადია, ყველას იანთან რევანში გვსურდა, ახლა კი ეს შესაძლებლობა თავად ქართველმა ჩემპიონმა დაადასტურა.