დოლიძე vs ერნანდესი – UFC-ის ქართველი მებრძოლი ოქტაგონს უბრუნდება. UFC Vegas 109-ზე მთავარი ორთაბრძოლა სწორედ რომან დოლიძის მონაწილეობით გაიმართება.
საშუალო წონის ორთაბრძოლაში დოლიძის მეტოქე ამერიკელი ენტონი ერნანდესი იქნება. ორივე მებრძოლი საშუალო წონის დივიზიონის TOP 10-ის წევრია.
დოლიძე vs ერნანდესი – პირდაპირი რეპორტაჟი
UFC Vegas 109-ის პირდაპი რეპორტაჟს ექსკლუზიურად setantasports.com-ზე ნახავთ. 10 აგვისტოს, საქართველოს დროით ღამის 3 საათიდან წინასწარი ორთაბრძოლები დაიწყება, ხოლო მეინ ქარდის ბრძოლებს ჩვენი მაყურებელი უკვე 6 საათიდან მიადევნებს თვალს.
ქართულენოვან რეპორტაჟზე ტრადიციულად, ლადო ნაცვლიშვილი, მინდია წიკლაური და გიორგი ბუჩუკური იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
დოლიძე vs ერნანდესი – UFC Vegas 109
მძიმე წონის ბრძოლების ციკლი UFC-ში ახალ ფაზაში შედის. ზუსტად ერთი კვირით ადრე, სანამ დრიკუს დუ პლესი და ხამზატ ჩიმაევი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ტიტულისთვის UFC 319-ზე, ლას ვეგასში, UFC APEX არენაზე დაგეგმილია მნიშვნელოვანი დაპირისპირება – რომან დოლიძე ენტონი ერნანდესს შეერკინება.
მთავარი დაპირისპირება ტოპ 10-ის მებრძოლებს შორის
როგორც დოლიძე, ისე ერნანდესი საშუალო წონის ტოპ ათეულში არიან და ორივე მათგანს სურს ტიტულისკენ სავალ გზაზე ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს აღმოჩნდეს.
ერნანდესი ოქტაგონზე შთამბეჭდავი შვიდმატჩიანი გამარჯვებათა სერიის ფონზე ბრუნდება. მას 2020 წლის შემდეგ არ წაუგია და ეს მეორე მთავარი ორთაბრძოლაა მის კარიერაში.
მისი პირველი მეინ ივენთი მიხელ პერეირას წინააღმდეგ შედგა, სადაც ერნანდესმა მე-3 რაუნდში ეფექტური ფინიში დადო და ზედიზედ მეორე ბონუსი, Performance of the Night მოიპოვა.
ერნანდესი ფორმაშია
ერნანდესის ანგარიშზე 14 გამარჯვება და მხოლოდ 2 მარცხია – ორივე UFC-ში. მას შემდეგ, რაც 2019 წელს დებიუტისას მარკუს პერესთან დამარცხდა, მან 7 ბრძოლა მოიგო.
მისი ბოლო გამარჯვება 2025 წელს ბრენდან ალენის წინააღმდეგ მოდის, რომელიც მან მსაჯთა ერთსულოვანი ვერდიქტით დაამარცხა და ახლა ამერიკელი დოლიძესთან შერკინებისთვის ემზადება.
რომან დოლიძე ბრუნდება შურისძიებით
ერნანდესის კარგი სტატისტიკა შესაძლოა ფუჭი აღმოჩნდეს, რადგან მისი მეტოქე რომან დოლიძეა. ქართველი 2023 წელს მარვინ ვეტორისთან და ნასურდინ იმავოვთან დამარცხდა, მაგრამ ამის შემდეგ ვითარების საგრძნობლად გამოსწორება შეძლო.
37 წლის ქართველმა ენტონი სმიტი დაამარცხა, შემდეგ კევინ ჰოლანდი და ბოლოს რევანში აიღო ვეტორისთან – რაც მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვებაა.
სტატისტიკა და ვითარება რეკორდი
- დოლიძე არასდროს დაუმარცხებიათ ნოკაუტით ან Submission-ით – ყველა წაგება გადაწყვეტილებით აქვს.
- ერნანდესი უფრო ზუსტია დარტყმებში (63.4% ზუსტი დარტყმები დოლიძის 42.6%-ის წინააღმდეგ), ამავდროულად დოლიძე მეტ დარტყმას იღებს წუთში – 3.56 2.5-ის წინააღმდეგ.
- დოლიძე რეიტინგში მე-9 ადგილზეა, ერნანდესი კი – მე-10.
დოლიძე vs ერნანდესი – შედარება
სტატისტიკა | რომან დოლიძე | ენტონი ერნანდესი |
---|---|---|
ბალანსი | 15 მოგება – 3 წაგება | 14 მოგება – 2 წაგება – 1 არ შედგა |
ბოლო ორთაბრძოლა | მოგება | მოგება |
ქვეყანა | საქართველო 🇬🇪 | აშშ 🇺🇸 |
სიმაღლე | 188 სმ | 183 სმ |
წონა | 84.4 კგ | 84.4 კგ |
ხელების წვდომი | 193 სმ | 191 სმ |
ფეხის წვდომი | 104 სმ | 102 სმ |
მოგებების ტიპი (%)
მოგების ტიპი | დოლიძე | ერნანდესი |
---|---|---|
ნოკაუტი/ტექნიკური ნოკაუტი | 53% | 21% |
საბმიშენი | 20% | 57% |
გადაწყვეტილება | 27% | 21% |
ბრძოლის სტატისტიკა
ხანგრძლივობა | დოლიძე | ერნანდესი |
---|---|---|
საშუალო დრო ბრძოლაში | 12:24 წუთი | 9:47 წუთი |
ნოკდაუნები (15 წთ-ზე) | 0.4 | 0.14 |
დარტყმები და დაცვითი მაჩვენებლები
სტატისტიკა | დოლიძე | ერნანდესი |
---|---|---|
დარტყმები წუთში | 3.58 | 4.5 |
მნიშვნელოვანი დარტყმების სიზუსტე (%) | 42% | 63% |
მიღებული დარტყმები წუთში | 3.56 | 2.61 |
დაცვა (%) | 49% | 46% |
ქვეჭიდში ბრძოლის სტატისტიკა
სტატისტიკა | დოლიძე | ერნანდესი |
---|---|---|
თეიქდაუნების საშუალო რაოდენობა (15 წთ) | 1.11 | 6.27 |
თეიქდაუნის სიზუსტე (%) | 40% | 45% |
თეიქდაუნისგან დაცვა (%) | 33% | 66% |
Submission-ის საშუალო (15 წთ) | 0.91 | 1.95 |