დელა მადალენა vs მახაჩევი – UFC ნიუ-იორკში მედისონ სქუეარ გარდენზე ორი საჩემპიონო ბრძოლით ბრუნდება. Welterweight-ის ქამრის მოსაპოვებლად დელა მადალენა ისლამ მახაჩევს შეხვდება, ხოლო ქალთა Flyweight-ის წონის ჩემპიონობისთვის ორი ლეგენდარული მებრძოლი – ვალენტინა შევჩენკო და ჟან ვეილი იბრძოლებენ.
დელა მადალენა vs მახაჩევი – როგორ ვუყუროთ UFC 322-ს?
16 ნოემბერს, 05:00 საათიდან, წლის ერთ-ერთი გამორჩეული ივენთის ხილვა ქართველ მაყურებელს setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
UFC 322 – დელა მადალენა vs მახაჩევი – პრელიმი
| ბო ნიკალი | vs | რადოლფო ვიეირა |
| კოპილოვი | vs | როდრიგესი |
| ველმაკერი | vs | ივინგი |
| მერშერტი | vs | დაკასი |
| მარისკალი | vs | საბატინი |
| ჰილი | vs | კლაინი |
| სუსურკაევი | vs | მაკონიკო |
| ბორშევი | vs | კამილო |
UFC 322 – დელა მადალენა vs მახაჩევი – მთავარი ქარდი
| დელა მადალენა | vs – საჩემპიონო | ისლამ მახაჩევი |
| შევჩენკო | vs – საჩემპიონო | ჟან ვეილი |
| ბრეიდი | vs | მორალესი |
| ედვარდსი | vs | პრატესი |
| დარიუში | vs | სენ-დენი |
UFC 322 გამორჩეული ღონისძიება იქნება, სადაც ორი ყოფილი ჩემპიონი ახალ წონაში ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს. მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ Featherweight-ის ტიტული დათმო და უფრო მაღალ წონაში – Lightweight-ში ავიდა, ისლამ მახაჩევმაც შეიცვალა წონა და რუსი მებრძოლი შაბათს Walterweight-ის წონაში თავის სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს. ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ მოიპოვა, ხოლო ისლამი ახალ წონაში ქამრისთვის დელა მადალენას შეხვდება.
სულ რამდენიმე ხნის წინ ისლამ მახაჩევმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ დელა მადალენას წინააღმდეგ ქამარს მოიპოვებს, ხოლო ილიაც თავის შემდეგ ბრძოლას მოიგებს, მზადაა ქართველს შემდეგი წლის ივლისში – თეთრი სახლის ივენთზე ებრძოლოს. მანამდე იგივე სურვილი ქართველმაც გამოთქვა.
მახაჩევი vs თოფურია – ისლამს ბრძოლა თეთრ სახლში სურს
ისლამის მეტოქე ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენა იქნება, რომელმაც საჩემპიონო ქამარი 10 მაისს, ბელალ მუჰამედის დამარცხებით მოიპოვა. იმ ბრძოლაში ავსტრალიელმა ბრწყინვალე დაცვა შემოგვთავაზა, რასაც ელიტარული სტრაიკინგიც დაუმატა და მუჰამედის დამარცხება მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოახერხა.
საინტერესოა, თუ როგორ შეძლებს დელა მადალენა ისლამის წინააღმდეგ თეიქდაუნების დაცვას. დგომში ავსტრალიელს უპირატესობა ექნება, თუმცა ისლამი ელიტარული მოჭიდავეა და ჯეკმა აქცენტი დაცვაზეც უნდა გააკეთოს. დელა მადალენა UFC-ში მეტოქეების გდების მცდელობების 69%-ს წარმატებით იცავს.
ბუნებრივია, მახაჩევი დგომში წარუმატებლობის შემთხვევაში ბრძოლის მიწაზე გადაყვანას შეეცდება, რაც საუკეთესოდ გამოსდის. ისლამმა ბოლო ბრძოლა UFC-ში 2025 წლის იანვარში ჩაატარა, სადაც რენატო მოიკანო პირველივე რაუნდში, რეარ ნეიქედ ჩოუქით დაამარცხა.
მაშინ ისლამის წინააღმდეგ არმან ცარუკიანს უნდა ებრძოლა, თუმცა სომეხი მებრძოლი ბრძოლას ერთი დღით ადრე წელის დაზიანების გამო ჩაეხსნა.
მეორე სატიტულო ბრძოლა ქარდზე ვალენტინა შევჩენკოსა და ჟან ვეილის შორის შედგება. ამ ბრძოლისგან დიდ სანახაობას უნდა ველოდეთ, რადგან ქალთა დივიზიონის ორ ლეგენდარულ მებრძოლს ვიხილავთ.
ვალენტინა შევჩენკო ელიტარული სტრაიკერია, რომელსაც UFC-ში ჩატარებულ 18 ბრძოლაში სულ 1,963 დარტყმა აქვს მეტოქისთვის მიყენებული. მეორე მხარეს, არის ჟან ვეილი – ასევე სტრაიკერი, რომელიც მუდმივად მძიმე დარტყმებს ისვრის მეტოქის მისამართით. სიზუსტითაც, ჩინელი მებრძოლი გამორჩეულია და მნიშვნელოვანი დარტყმების 57%-ს ზუსტად ისვრის.
ქალთა საჩემპიონო ბრძოლაში ორ სტრაიკერს შორის უპირატესობა დგომში ვალენტინა შევჩენკოს ექნება, რომელიც წვდომის უპირატესობის გამოყენებას და დისტანციიდან მეტოქის დაზიანებას ეცდება, ამ დროს შესაძლოა ვეილისგან ჭიდაობას ან დისტანციის შემცირებას და ძლიერ დარტყმებს ველოდოთ.
სხვა პროსპექტები UFC 322-ზე
ნიუ-იორკის საბრძოლო ქარდი სავსეა MMA-ის გამორჩეული მებრძოლებით. ერინ ბლანჩფილდი, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა პროსპექტად ითვლება, ტრეისი კორტეზის წინააღმდეგ იბრძოლებს.
გამორჩეულ ბრძოლას ვიხილავთ მორალესსა და შონ ბრეიდის შორის. დაუმარცხებელი ეკვადორელი მებრძოლი ტიტულზე განაცხადის გასაკეთებლად ასევე კონტენდერ ბრეიდის დამარცხებას ეცდება, რომელსაც რეზიუმეში მხოლოდ ერთი წაგება აქვს ისიც ყოფილ ჩემპიონ – ბელალ მუჰამედთან.
ქარდზე ვიხილავთ დანა უაითის კონტენდერ სერიის გამარჯვებულებსაც, ესენი არიან – ბო ნიკალი (2022), კარლოს პრატესი (2023), მალკომ ველმაკერი (2024), კოდი ჰადონი (2024) და ბაისანგურ სუსურკაევი (2025).
უდავოა, რომ ქარდი სანახაობრივი გამოვა, რაც MMA-ის გულშემატკივრებმა არ უნდა გამოტოვონ. UFC-ის პრეზიდენტმა ქარდს პრესკონფერენციაზე წლის ერთ-ერთი საუკეთესო ქარდიც უწოდა.