ალექსანდრე თოფურია UFC კატარისთვის მზადაა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი მებრძოლი – ბეზკატ ალმახანი იქნება.
ალექსანდრე თოფურია vs ბეზკატ ალმახანი – როგორ ვუყუროთ
ალექსანდრე თოფურიას ბრძოლის პირდაპირი ეთერი setantasports.com-ის პლატფორმაზე თბილისის დროით 20:00 სთ-იდან დაიწყება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
კატარში UFC-ის ივენთი ისტორიაში პირველად ტარდება, მთავარ ივენთი არმან ცარუკიანსა და დენ ჰუკერს შორის გაიმართება. ქარდის ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა ალექსანდრე თოფურიასა და ბეზკატ ალმახანს შორის შედგება, რომლის პროფესიონალური რეკორდი MMA-ში 12 მოგება და მხოლოდ 2 მარცხია.
ალექსანდრემ, როგორც თავად აღნიშნავს Setanta Sports-თან ინტერვიუში, კემპი მშვენივრად გაიარა და სრულიად მზადაა მოახლოებული ივენთისთვის.
მეტოქეზე საუბრისას, ელ კონკისტადორმა აღნიშნა, რომ ყაზახ მებრძოლს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა ის ოქტაგონზე მხოლოდ მოსაგებად გავა და კარგად იცის თუ რა უნდა გააკეთოს:
“ბეზკატი ძალიან კარგი მებრძოლია, მას აქვს კარგი და ცუდი მხარეები. სუსტი მხარე თითქმის არ აქვს, რადგან აქ სხვანაირად ვერ მოხვდებოდა.
მაგრამ თუ მკითხავთ რაში ვგრძნობ თავს მასზე უკეთესად, გეტყვით რომ ყველაფერში”, – აღნიშნა თოფურიამ გიორგი ქოქიაშვილთან ინტერვიუში.