ინგლისის ასოციაციის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე არნე სლოტის ლივერპული ვულვერჰემპტონს უმასპინძლებს.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.
პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდი პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.
ვულვზი vs ლივერპული
FA თასი, 1/8 ფინალი
6 მარტი, 23:55
პირდაპირი რეპორტაჟი – Setanta Sport 2 და setantasports.com
პრემიერ ლიგის გასულ ტურში ვულვერჰემპტონთან განცდილი მარცხის შემდეგ, არნე სლოტის გუნდს ხასიათის გამოვლინება სჭირდება და რეაბილიტაციის მოსახდენად წითლები მილენიუმზე ჩავლენ.
არნე სლოტმა ინგლისის ასოციაციის თასის წინა ეტაპზე როტაციისგან თავი შეიკავა და ბრაიტონის წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა (3:0). მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სლოტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ფეხბურთელების სათამაშო ფორმიდან გამომდინარე მიიღო.
ვულვზი, თავისმხრივ, ჩემპიონშიფში გავარდნის მთავარი კანდიდატია, თუმცა ბოლო დროს ‘მგლებმა’ სენსაციური შედეგები დააფიქსირეს – ასტონ ვილას დამარცხების შემდეგ რობ ედვარდსის გუნდმა პრემიერ ლიგაში ლივერპულიც დაამარცხა.
ლივერპულს 10 მარტს ჩემპიონთალიგური მატჩიც ელოდება, ასე რომ, გადატვირთული სათამაშო გრაფიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ‘წითლები’ დღეს გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებენ.
ვულვზი vs ლივერპული – სავარაუდო შემადგენლობები
ვულვზი – სა, ბუენო, კრეიჩი, დოჰერტი, ანდრე, გომესი, მანე, ჩაჩუა, ბელეგარდი, ჟოაო გომესი, არმსტრონგი
ლივერპული – მამარდაშვილი, ფრიმპონგი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი, მაკ ალისტერი, ჯონსი, გრავენბერხი, ნგუმოა, გაკპო, კიეზა