ლონდონის არსენალის ახალგაზრდა ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაშ შევიდა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უთამაშია.
დოუმენი მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში სლავია პრაღასთან მატჩში 72-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, რითაც ის 15 წლისა და 308 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ტურნირის ისტორიაში.
აქამდე იგივე სტატუსი უსუფ მუკოკოს ჰქონდა, რომელმაც დორტმუნდის ბორუსიის მაისურით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 16 წლისა და 18 დღის ასაკში ითამაშა.


10 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში
| მოთამაშე | კლუბი | ასაკი | თარიღი |
| მაქს დოუმენი | არსენალი | 15 წლის და 308 დღის | 04/11/2025 |
| იუსუფა მუკოკო | დორტმუნდი | 16 წლის და 18 დღის | 08/12/2020 |
| ლამინ იამალი | ბარსელონა | 16 წლის და 68 დღის | 19/09/2023 |
| სელესტინ ბაბაიარო | ანდერლეხტი | 16 წლის და 86 დღის | 23/11/1994 |
| რაიან შერკი | ლიონი | 16 წლის და 102 დღის | 27/11/2019 |
| ალენ ჰალილოვიჩი | დინამო ზაგრები | 16 წლის და 128 დღის | 24/10/2012 |
| იური ტილემანსი | ანდერლეხტი | 16 წლის და 148 დღის | 02/10/2013 |
| ფრანჩესკო კამარდა | მილანი | 16 წლის და 226 დღის | 22/10/2024 |
| ვოურენ ზაირ-ემერი | პსჟ | 16 წლის და 231 დღის | 25/10/2022 |
| შარალამპოს მავრიასი | პანათინაიკოსი | 16 წლის და 241 დღის | 20/10/2010 |
მაქს დოუმენი არსენალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელიცაა – მან ეს რეკორდი კარაბაოს თასზე ბრაიტონთან გამართულ მატჩში მონაწილეობის მიღებით დაამყარა.
არსენალის მთავარი მწვრთნელს დაუმენის ტალანტის სჯერა და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ჯერ საშუალო სკოლაში დადის, უცხადებს ნდობას და უმაღლეს დონეზე ათამაშებს.


დოუმენი პრემიერ ლიგაშიც ვიხილეთ ლიდსის წინააღმდეგ, სადაც გუდმუნდსონის წინააღმდეგ წარმატებული დრიბლინგიც ჰქონდა. პრემიერ ლიგაში მაქსი მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელია ასევე არსენალის შემტევის – ითან ნვანერის შემდეგ, რომელმაც 15 წლის და 8 დღის ასაკში ითამაშა პრემიერ ლიგაში 2022 წლის სექტემბერში.
კარიერის საწყისები
თუ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსი არაა ინდიკატორი, მაშინ დოუმენის აღსაწერად უმარტივესად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპული ფეხბურთის მომავალი და უდიდესი ტალანტია.
16 წლის ფეხბურთელი დეკემბერში გახდება, თუმცა ლიდსთან გამართულ მატჩში ნაჩვენები თავდაჯერებით ფეხბურთელმა უკვე გვაჩვენა, რომ უმაღლეს დონეზე თამაშის არ ერიდება.
ახალგაზრდა ინგლისელი არსენალის აკადემიას 2015 წელს შეუერთდა, მისი ტალანტი თავიდანვე თვალსაჩინო გახდა და არსენალის ფანებში პოპულარობა მალევე მოიპოვა.
არსენალის მაისური დოუმენმა პირველად 18-წლამდელთა გუნდში მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ მოირგო, მაშინ მხოლოდ 14 წლის იყო და მის წინააღმეგ ხშირად თამაშობდნენ სამმაგ დაცვას – მარტივი დასვკნა, თუ რამდენად კარგი იყო ის თავისი ასაკისთვის.
არტეტამ დაუმენზე აქამდე არა ერთხელ ისაუბრა და ცალსახაა, რომ თინეიჯერი ესპანელი მწვრთნელის გეგმებში შედის და სურს ახალგაზრდა მოთამაშეს პოტენციალის გამოვლენის პლაცდარმი მისცეს.
ზაფხულში აზიის ტურნეზე, დაუმენი ვიხილეთ ლონდონი ტოტენჰემის წინააღმდეგ, სადაც ფლანგზე ჯედ სპენსის და სონის წინააღმეგ დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვა და არა ერთი ორთაბრძოლა მოიგო.
მთელი ტურნეს განმავლობაში, დაუმენი გამორჩეული ფეხბურთელი იყო არსენალის შემადგენლობაში და როგორც უკვე ვახსენეთ, 23 აგვისტოს ლიდსის წინააღმდეგ თამაშიც (5:0) დაიმსახურა.
სექტემბერში მაქს დოუმენი ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს, სადაც უკვე 5 მატჩი ჩაატარა. სამი აქედან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და თავისი სადებიუტო გოლიც გაიტანა უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში.
ვინ არის დოუმენი? რას ამბობს არტეტა
6 აგვისტოს, ვილიარეალთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ არტეტამ ახალგაზრდა ფეხბურთელი შემდეგნაირად დაახასიათა:
“დოუმენი ძალიან სწრაფად ვითარდება. გასულ წელსაც ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და ვარჯიშებზე ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ადგილს მთავარ გუნდში იმსახურებდა”
“მან ნდობა გუნდელებშიც სწრაფად მოიპოვა და მასზე პასის გაკეთებას არავინ ერიდება. მაქსი ძალიან თავდაჯერებულია და მას ყველა ველოდებით გუნდში”
ლიდსთან ნათამაშები სადებიუტო მატჩის შემდეგ მიკელ არტეტამ ახალგაზრდა ფეხბურთელზე საუბრისას აღნიშნა, რომ მაქსს დაუჯერებელი დებიუტი ჰქონდა პრემიერ ლიგაში:
“მაქსმა მოედანზე დაუჯერებელი ენერგია შეიტანა და გავლენა მოედანზე გასვლისთანავე იქონია. მან თავის სადებიუტო შეხვედრაში პენალტი მოგვიტანა, ეს დაუჯერებელია.
პირველ რიგში, ყველანაირი კრედიტი მის ოჯახს – ის, თუ როგორ აღიზარდა ფეხბურთელი და რამდენად თავდაჯერებელია მინდორზე, სწორედ ოჯახის დამსახურებაა”
16 წლის ასაკამდე პრემიერ ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული თამაშები უკვე დიდი მიღწევაა მაქს დაუმენისთვის, თუმცა საინტერესოა როგორ განვითარდება ფეხბურთლის მომავალი ლონდონურ კლუბში.
მიკელ არტეტა ფეხბურთელის განათხოვრებით გაშვებას არ აპირებს, ესპანელი კმაყოფილია ვარჯიშზე დოუმენის ნაჩვენები სათამაშო დონით და სურს, რომ კონკურენციაში შევიდეს სხვა ფეხბურთელებთან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.