სარჩევი

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიის ნაკრებთან ფრედ 2:2 ითამაშა. ქართველებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ ბოლო წუთებზე სქოთებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

ასე დაირღვა ტრადიცია – აქამდე მეტოქეები ყოველთვის ახერხებდნენ გამარჯვებას მასპინძლის რანგში, ახლა კი საქართველოს ნაკრებმა ეს ვერ შეძლო.

ნამატჩევს ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, ვნახე ის, რაც მსურდა რომ მეხილა, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ. ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, მათ შორის ჩაკვეტაძესა და მიქაუტაძეს, პრაქტიკის უქონლობის გამო 90 წუთით ვერ გამოვიყენეთ. ცვლილებების გაკეთება მოგვიწია და ხარისხიც შესაბამისად დაეცა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია დამატებით დროში მოგების ხელიდან გაშვება. დღეს ორი გუნდი ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას, სამწუხაროდ ჩვენ ეს ვერ შევძელით. იყო დადებითი მომენტები, რომელიც თავდაჯერებას შეგვმატებს”.

“თქვენ თამაშს აანალიზებთ იმაზე სწრაფად, ვიდრე მე. ბოდიში… ბოდიში.. ბოდიში.. მაცადეთ! (მიმართავს გია გორგოძეს, რომელიც ხშირად ახსენებდა ვილი სანიოლს, რომ მარტში უკვე გვიან იქნება) თქვენმა კოლეგამ თქვა რომ საუკეთესო თამაში გვქონდა ამ ციკლში, თქვენგან განსხვავებული ანალიზი გააკეთა. ჩვენ გვაკლდა კიტეიშვილი, ხოჭოლავა.. მეც მსურდა რომ ამ ფეხბურთელებს ეთამაშათ, მაგრამ ტრავმების გამო ეს ვერ მოხერხდა.

“მიხარია რომ ჩაკვეტაძე კარგ ფორმაშია, როცა კვარა და ჩაკვე ფიზიკურად მზად არიან მათ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ხვიჩა განსხვავებული ფეხბურთელია, ხშირად ინსტიქტებს მიჰყვება, მას ჭკუას ვერ დაარიგებ. როგორც ვთქვი შემადგენლობას ნიჭის პრობლემა არ აქვს, პრობლემა სათამაშო პრაქტიკაშია. ჩვენ ხშირი ცვლილებების გაკეთება გვიწევს”.

“ფეხბურთელების უთამაშებლობით თავს არ ვიმართლებ, ეს უბრალოდ ფაქტია, წინასწარ ვერ ვიტყვი მარტში რა იქნება. დღესაც ვიცოდი რომ რამდენიმე ფეხბურთელი 60 წუთზე მეტს ვერ ითამაშებდა, ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი დავაბალანსოთ”.

“რა თქმა უნდა, დავუშვი შეცდომები, ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი შეცდომების შესახებ მესაუბროთ?” – სანიოლმა ისევ გია გორგოძეს მიმართა, შემდეგ ადგა და გავიდა.