ვალენსიამ ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. 45 წლის მწვრთნელმა ბოლო მატჩი კვირას, ვალიადოლიდთან დათმო – 0:1.
გატუზომ ზაფხულში გააფორმა ორლწიანი კონტრაქტი, თუმცა, მუშაობა არ დასცალდა. ვალენსია ლა ლიგაში მე-14 ადგილზეა. ხუთი მოგებით, ხუთი ფრითა და 8 მარცხით.
უნდა აღინიშნოს, რომ გატუზო მამარდაშვილს ენდობოდა, ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა და კრიტიკის დროს მხარსაც უჭერდა.
ვალენსიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა:
“კლუბი მადლობას უხდის ჯენარო გატუზოს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს”.
დროებითი მწვრთნელი ვორო გონსალესი იქნება. ვალენსია მომდევნო შეხვედრას მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს.