სარჩევი
თურქეთი vs საქართველო - მსოფლიოზე ოცნება დასრულებულია | Setanta Sports

თურქეთი vs საქართველო – ქოჯაელში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მეოთხე ტური საქართველოს ნაკრებისთვის სამწუხარო მარცხით დასრულდა (4:1).

თურქეთში ფავორიტის სტატუსით არც ჩავსულვართ, თუმცა სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსაგებად ჩავედით და ეს მარცხი უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ფაქტობრივად არ დაგვრჩა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში ამ მარცხის შემდეგ მეორეადგილოსან თურქეთს 6 ქულით ჩამოვრჩებით, ხოლო პირველზე ესპანეთის ნაკრებია, რომელმაც პარალელურად მორიგი დამაჯერებელი მატჩი მოიგო (3:0).

თურქეთთან მატჩი კარგად დავიწყეთ, ტემპი მაღალი იყო და ორთაბრძოლებშიც ავყევით მეტოქეს. მე-12 წუთზე 4-2-ზე შეტევა გვქონდა, რა დროასც ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მოგვეცა, თუმცა კომბინაცია უხერხულად ავაწყეთ და ზურიკოსაც ცუდი პოზიციიდან მოუწია დატყმა.

ჩვენი მომენტიდან ზუსტად ერთ წუთში, თურქებმა ჩვენს დაცვის ხაზში არსებული არეულობით ისარგებლეს და შორეული გამჭრელი გადაცემით ილდიზი ერთი-ერთზე დატოვეს, რომელმაც კარიდან გამოსულ მამარდას თავზე ტექნიკურად გადაუგდო და ანგარიში გახსნა.

არ არის გამორიცხული, ეს მომენტი მატჩში გარდამტეხი ყოფილიყო, გაცუდებული რეალური მომენტის შემდეგ გოლი გავუშვით და შემდეგ თითქოს გავტყდით და მომენტების შექმნას ვეღარ ვახერხებდით.

მალევე, ჩალჰანოღლუს ჩამოწოდებული კუთხური მერიჰ დემირალმა აქცია გოლად და თურქების უპირატესობა სოლიდური გახდა. ფაქტია სისწრაფეებშიც გვიჭირდა, რადგან ქენინ ილდიზს თავის ფლანგიდან თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა.

მესამე გოლი სწორედ სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გავუშვით, გოჩოლეიშვილმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, თუმცა დამატებაზე დამზღვევი არავინ იყო და აკგუნმა ცარიელ კარში მარტივად შეასრულა.

ბუნებრივია ასეთი მარცხის შემდეგ ქართველი გულშემატკივრების კრიტიკის დიდი ნაწილი ვილი სანიოლზე მიდის, ძირითადად ფანები სტანდარტულებზე თავის დაცვის ტაქტიკაზე საუბრობენ, რადგან მეოთხე გოლიც ზუსტად იდენტური გავუშვით, როგორიც მეორე.

აქაც, ოთარ კიტეიშვილი იცავდა მერიჰ დემირალს და სიმაღლეში უპირატესობა ალ აჰლის მცველმა აქაც კარგად გამოიყენა. თვითონ ოთარმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მწვრთნელისგან დემირალის აყვანის დავალება არ მიუღია, ეს უბრალოდ ზონური დაცვის ნაწილი იყო, როცა მაღალი ფეხბურთელები შედარებით წინ არიან დამხვედრ ბურთზე, ხოლო დაბალი ფეხბურთელები შედარებით უკნიდან მეტოქეების დაბლოკვას ცდილობენ.

ფაქტია, ასეთმა დაცვამ სტანდარტულებზე არ იმუშავა და თურქებისგან მეოთხე გოლიც გავუშვით.

მატჩის ბოლოს, ქართულ სტილში, თავისი ტექნიკური სრულყოფილებით აწყობილი კომბინაცია გოლად გიორგი ქოჩორაშვილმა აქცია და ქართველ გულშემატკივარს ამ საშინელი მატჩიდან კარგი მომენტიც დაუტოვა.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.