ტოტენჰემი vs მანჩესტერ იუნაიტედი – ევროპა ლიგის ფინალში ინგლისურ დუელს ვნახავთ. სეზონის გადარჩენისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის გუნდები ბილბაოში, სან მამესზე იბრძოლებენ.
პრემიერ ლიგის მე-17 და მე-16 ადგილოსნები ეცდებიან ინგლისიდან ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში მეექვსე გუნდად წარსდგნენ.
ტოტენჰემი vs მანჩესტერ იუნაიტედი – პირდაპირი რეპორტაჟი
ევროპა ლიგის ფინალის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე 22:55 წუთიდან შეგეძლებათ. სან მამესზე გასამართი მატჩის ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები გიორგი ციხისთავი და ზუკა კობალავა იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ტოტენჰემი vs მანჩესტერ იუნაიტედი – პრევიუ
თარიღი: ოთხშაბათი, 21 მაისი
დრო: 23:00 თბილისის დროით
სტადიონი: სან მამესი, ბილბაო
ტრანსლაცია: setantasports.com
ძირითადი ფაქტები
ბილბაო მასპინძლობს UEFA ევროპა ლიგის ისტორიაში მეორე სრულად ინგლისურ ფინალს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი.
პირველად ასეთი ფინალი არსენალმა და ჩელსიმ, ბაქოში ითამაშეს.
ტოტენჰემი 1984 წლის შემდეგ პირველი ევროპული ტიტულის მოპოვებას ცდილობს, ხოლო იუნაიტედი ევროპა ლიგის მეორედ მოგებას და 2017 წლის წარმატების გამეორებას ესწრაფვის.
ამ შეხვედრის გამარჯვებული ავტომატურად მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს 2025/26 სეზონისთვის.
ინგლისური ფინალები ევროპაში
- ვულვზი 2-3 ტოტენჰემი (საერთო ანგარიში), 1971/72 წლების უეფას თასის ფინალი
- მანჩესტერ იუნაიტედი 1-1 ჩელსი (6-5 პენალტებით), 2007/08 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი
- ჩელსი 4-1 არსენალი, 2018/19 წლების ევროპა ლიგის ფინალი
- ტოტენჰემ ჰოთსპური 0-2 ლივერპული, 2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი
- მანჩესტერ სიტი 0-1 ჩელსი, 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი
- ტოტენჰემ ჰოთსპური vs მანჩესტერ იუნაიტედი, 2024/25 წლების ევროპის ლიგის ფინალი.
გუნდების გზა ფინალამდე
ტოტენჰემი
- ფინალამდე გზაზე დაამარცხა ალკმაარი (1-0 წაგება სტუმრად, 3-1 გამარჯვება სახლში), აინტრახტი (1-1, 1-0), ბუდე/გლიმტი (3-1, 2-0)
- ნახევარფინალში ბრენან ჯონსონმა პირველივე თამაშში გაიტანა ევროპა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი (39 წამი)
- ეს იქნება ტოტენჰემის მეექვსე ევროპული ფინალი, მაგრამ პირველი ევროპა ლიგის ეპოქაში.
მანჩესტერ იუნაიტედი
- ლიგის ფაზა დაასრულა მესამე ადგილზე (5 მოგება, 3 წაგება), თუმცა დარჩა დაუმარცხებელი
- პლეიოფში დაამარცხა რეალ სოსიედადი (1-1, 4-1), ლიონი (2-2, 5-4 დამატებით დროში), ატლეტიკ ბილბაო (3-0, 4-1)
- წითელმა ეშმაკებმა ბილბაოს სან მამესზე უკვე ითამაშეს 20 დღის წინ და მოიგეს 3-0
ისტორიული დაპირისპირებები
UEFA ტურნირებზე:
- 1963/64 თასების მფლობელთა თასი:
- ტოტენჰემი 2-0 იუნაიტედი
- იუნაიტედი 4-1 ტოტენჰემი
- საერთო ანგარიში: 4-3 მანჩესტერის სასარგებლოდ
საერთო ბალანსი ყველა ტურნირზე:
- იუნაიტედის გამარჯვება 95
- ტოტენჰემის გამარჯვება 57
- ფრე 52
უახლესი 6 დაპირისპირება:
- ტოტენჰემი დაუმარცხებელია (4 მოგება, 2 ფრე)
- მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში:
- 3-0 გამარჯვება ოლდ ტრაფორდზე
- 1-0 გამარჯვება ლონდონში
- ლიგის თასზე: 4-3 გამარჯვება ტოტენჰემს
საკადრო ამბები
ტოტენჰემი:
- ბენტანკური, რომერო და სოლანკე გამორჩეულნი იყვნენ ტაქტიკურ სქემაში
- სონის ტრავმის ფონზე შეტევის მარცხენა ფლანგზე არჩევანი შესაძლოა რიშარლისონსა და მატის ტელს შორის გაკეთდეს
- კულუშევსკი, მედისონი და ბერგვალი ტრავმირებულნი არიან
მანჩესტერ იუნაიტედი:
- იორო, დე ლიხტი და დალო – მათი თამაში ჯერ კიდევ საეჭვოა
- ზირკზე მოულოდნელად დაბრუნდა შემადგენლობაში
- მაუნტმა და დიალომ თავი გამოიჩინეს ბილბაოსთან საპასუხო მატჩში
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი:
ვიკარიო; პორო, რომერო, ვან დე ვენი, უდოჯი; სარი, ბისუმა, ბენტანკური; ჯონსონი, სოლანკე, რიშარლისონი
დაუდასტურებელია: სარი (ზურგი)
გამოტოვებენ: ბერგვალი, კულუშევსკი, მედისონი
მანჩესტერ იუნაიტედი:
ონანა; იორო, დე ლიხტი, მაგუაიერი; მაზრაუი, უგარტე, კაზემირო, დორგუ; დიალო, ჰოილუნდი, ფერნანდეში
დაუდასტურებელია: დალო, დე ლიხტი, იორო, ზირკზეე
გამოტოვებს: მარტინესი
ევროტურნირების ფინალების ისტორია
- ტოტენჰემი: 3 გამარჯვება, 2 მარცხი
- იუნაიტედი: 7 მოგება, 7 წაგება
- მანჩესტერის ბოლო ფინალი – წააგო ვილიარეალთან 2021-ში (11-10 პენალტებით)
- ტოტენჰემი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, ვინც მოიგო UEFA-ს ტიტული (1963, თასების თასი)
საინტერესო ფაქტები
- ბრუნო ფერნანდეში ევროპა ლიგის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირია: 27 გოლი (ერთად ლუკაკუსთან)
- ფერნანდეში ამ სეზონის ბომბარდირთა დავის ლიდერია (7 გოლი)
- სონმა ტოტენჰემის მაისურით ევროპაში 67-ე მატჩი ჩაატარა (ჰარი კეინთან ერთად რეკორდი)
- ტოტენჰემი არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც UEFA-ს თასზე 342 გოლი გაიტანა
- ტოტენჰემს ბილბაოში არასდროს უთამაშია, თუმცა, ესპანეთის მიწაზე 7 მატჩში არ აქვს მოგება (3 ფრე, 4 წაგება)
- კრისტიან ერიქსენმა ტოტენჰემის რიგებში 2013–2020 წლებში 305 მატჩი ჩაატარა
ნაცნობი სახეები და ტანდემები
ერთ კლუბში თამაშობდნენ:
- მედისონი & მაგუაიერი (ლესტერი)
- ვერნერი & მაუნტი (ჩელსი)
- ტელი & მაზრაუი, დე ლიხტი (ბაიერნი)
- პორო & უგარტე (სპორტინგი)
- რომერო & დიალო (ატალანტა)
ერთ ნაკრებში თამაშობენ:
- ინგლისი: მედისონი, სოლანკე, მაგუაიერი, შო, მეინუ, მაუნტი
- ნიდერლანდები: ვან დე ვენი, დე ლიხტი, ზირკზე
- შვედეთი: კულუშევსკი, ლინდელოფი
- არგენტინა: რომერო, მარტინესი, გარნაჩო
- ბრაზილია: რიშარლისონი, კაზემირო
- ურუგვაი: ბენტანკური, უგარტე
მწვრთნელების კომენტარები
ენჯ პოსტეკოღლუ, ტოტენჰემის მწვრთნელი:
„კლუბში მიზნობრივი გეგმებით მოვედი და ვცდილობ გუნდი წარმატებამდე მივიყვანო. ეს ფინალი იმ მთავარი ამოცანის შანსია, რაც ჩემთვის დასაწყისიდან იყო მოცემული – ტიტულის მოგება.“
რუბენ ამორიმი, მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი:
„ტიტულის მოგება მხოლოდ ტიტული არ არის – ეს არის სიმბოლო იმისა, რომ კლუბს შეუძლია განვითარება. ეს ფინალი შეიძლება გახდეს საწყისი ნაბიჯი მანჩესტერის ახალი ეპოქისთვის.“
ევროპა ლიგის ფინალი
საინტერესოა, რომ ესპანეთის, ბასკეთის მიწაზე ზედიზედ მეორე ფინალი გაიმართება. წინა წელს UEFA-მ სან მამესს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ანდო.
ალექსანდრ ჩეფერინი, UEFA-ს პრეზიდენტი:
“მოგესალმებით ბილბაოში 2025 წლის უეფას ევროპის ლიგის ფინალზე. დიდი სიამოვნებაა დაბრუნება ამ სიცოცხლით სავსე ქალაქში ზედიზედ მეორე წელს, შარშანდელი ქალთა ჩემპიონთა ლიგის სანახაობრივი ფინალის შემდეგ. მადლობას ვუხდი ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, რაფაელ ლუსანს, თბილი მასპინძლობისა და ამ გამორჩეული ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული ძალისხმევისათვის.
ამ სეზონში უეფას საკლუბო ტურნირებში კაცთა დონეზე დაინერგა ახალი, ამბიციური ფორმატი, რომელმაც გააძლიერა კონკურენცია, გაზარდა ემოცია და მეტი კლუბისთვის გახსნა გზა ევროპულ სცენაზე დასამახსოვრებელი გამოსვლებისკენ. ამ რეფორმების წარმატება, რომელიც მიღწეულია ყველა საფეხბურთო მხარის — კლუბების, ლიგებისა და ეროვნული ასოციაციების — თანხმობითა და ურთიერთპატივისცემით, ადასტურებს, რომ ფეხბურთის განვითარება მხოლოდ ღია კონკურენციის, სპორტული სამართლიანობისა და სოლიდარობის ღირებულებებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. როდესაც ფეხბურთი ვითარდება, ყველა მხარე სარგებლობს.
დღევანდელი ფინალი აერთიანებს ორ გამორჩეულ გუნდს, რომლებიც საკუთარი ძალებით აქამდე მოვიდნენ და ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი აშორებთ ევროპულ ტრიუმფს. ვუსურვებ ორივეს, რომ მაქსიმუმი გამოავლინონ და გაიმარჯვოს საუკეთესომ.”
რაფაელ ლუსანი, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სახელით, დიდი პატივია 2024/25 წლების უეფას ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობა.
ბილბაო ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კერაა და გამოხატავს ჩვენი ქვეყნის სპორტული კულტურის მდიდარ ტრადიციებს. სან მამესის სტადიონი, რომლის ისტორიაც 110 წელს აჭარბებს და 2013 წელს სრულად განახლდა 50 000 მაყურებლის მისაღებად, ერთ-ერთ გამორჩეულ არენად ითვლება ესპანეთში. სწორედ აქ გაიმართა 1977 წლის უეფას თასის ფინალის განმეორებითი მატჩი, ხოლო 2024 წელს — ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
ევროპის ლიგის ფინალი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გამორჩეული მოვლენაა. ფედერაცია წარმატებას უსურვებს ორივე ფინალისტ გუნდს და იმედოვნებს, რომ თამაში იქნება დაძაბული, ემოციური და სპორტული ღირებულებებით გამორჩეული. დარწმუნებული ვართ, რომ ეს დღე დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს ათასობით გულშემატკივარს, რომლებმაც აქ ჩამოსვლა საკუთარი გუნდის სიყვარულით გადაწყვიტეს და თან პატივისცემისა და ფეარ-პლეის სულისკვეთება მოიტანეს. გულწრფელად გესალმებით ბილბაოში – ქალაქში, რომელიც გულთბილად დაგხვდებათ.