20 ივნისს იოჰან კრუიფის ინსტიტუტისა და ჯანო ბაგრატიონის სახელობის აკადემიის თანამშრომლობის ფარგელებში, თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში პირველი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი გაიმართება.
ერთდღიანი ფორუმი საქართველოში სპორტული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გლობალური ტრენდების გაცნობას ემსახურება. ღონისძიების მედიაპარტნიორი Setanta Sports იქნება.
სპორტული განათლების ფორუმი თავს მოუყრის ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს, რომლებიც ახალ ტენდენციებზე, სტრატეგიულ გეგმარებაზე, სპორტის ფსიქოლოგიაზე და სპორტული მარკეტინგის ევოლუციაზე იმსჯელებენ. იოჰან კრუიფის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი მონაწილეებით იქნება წარმოდგენილი. ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც მისი აკადემიური ნაწილის წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიის პროფესიონალები.
სპორტული განათლების ფორუმი 2025-ის სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის ქართული ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძეც. ასევე გაიზკა მენდიეტა — ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, ჟორდი პასკუალი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული მენეჯმენტის სააგენტოს საფეხბურთო აგენტი, მარ როვირა როდრიგეზი — ყოფილი კალათბურთელი და სპორტული ფსიქოლოგი, დენიელ მარტინი — გამოცდილი და სერტიფიცირებული შოტლანდიელი აუდიტორი, სტრატეგიული ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობს კომერციული, ფინანსური, ადამიანური კაპიტალის, ანალიტიკისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებს, როსიო რუიზი — სპორტის მარკეტინგის სპეციალისტი, სევილიის უნივერსიტეტის ლექტორი სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით და ასევე იქნებიან სხვა საინტერესო სპიკერები.
იოჰან კრუიფის ინსტიტუტის სახელით ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ონლაინპროგრამების დირექტორი ლუკას დორდა და კორპორატიული ურთიერთობების ხელმძღვანელი ედგარ რომერო.
იოჰან კრუიფის ინსტიტუტის კორპორატიული ურთიერთობების ხელმძღვანელი, ედგარ რომერო აცხადებს:
„ჩვენი მისიაა განათლების საშუალებით მოვამაზადოთ მომავალი სპორტული ლიდერები, მსგავსი ფორუმებზე ყოფნა გვაძლევს საშუალებას ხელი შევუწყოთ ისეთი მზარდი სპორტული ეკოსისტემების განვითარებას, როგორიც საქართველოა და დავუკავშირდეთ პროფესიონალებს, რომლებიც ერთუგულები არიან ინოვაციური, ეთიკური და მდგრადი სპორტული მენეჯმენტის.“
“Setanta Sports-ისთვის, როგორც რეგიონის ლიდერი სპორტული მაუწყებლისთვის, ერთ-ერთ მთავარი მიზანი, სპორტული ინდუსტრიის განვითავრებაა. Sports Education Forum-ის მსგავსი პროექტები კი სწორედ სპორტული სფეროს წინსვლისთვის და სიახლეების დანერგვისთვის იქმნება, შესაბამისად ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა.” – ბაჩა მალაზონია, Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი.
იოჰან კრუიფის ინსტიტუტი მსოფლიოში აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სპორტული მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობს.
ჯეიბიესი (ჯანო ბაგრატიონის სახელობის სპორტული აკადემია) ინსტიტუტია რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდა თაობას მისცეს როგორც სპორტული ისე აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობა.
2025 წლიდან ჯეიბიეს აკადემია და იოჰან კრუიფის ინსტიტუტმა აქტიური პარტნიორობა დაიწყეს.
ფორუმის პარტნიორები არიან: კოკაკოლა, სილქ ჰოსფითალითი, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, ხოლომედია პარტიორია Setanta Sports.
ფორუმზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ TKT.GE ის ლინკს https://bit.ly/3FeKFJD