მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველი ტურის მატჩის შემდეგ, სადაც მადრიდელები ‘ენფილდზე’ დრამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ, მასპინძელ ფანებთან შეტაკებაზე ისაუბრა.
მას შემდეგ, რაც წითლების კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა 92-ე წუთზე ატლეტიკოს კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, სიმეონე ლივერპულის კონკრეტულ გულშემატკივართან შეჭრას ცდილობდა.
მატჩის სრული ჩანაწერისა და მიმოხილვის ყურება setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ.
არგენტინელი მწვრთნელი მომხდარი ინციდენტის შემდეგ მეოთხე მსაჯთან აპროტესტებდა ფანების საქციელს და მათ გაძევებას ითხოვდა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ მსაჯთან ხანგრძლივი და აგრესიული კამათის გამო ჩოლომ ბოლოს წითელი ბარათიც მიიღო.
სიმეონემ ლივერპულის ფანებთან შეტაკებაზე ისაუბრა:
“პირველ რიგში, ვნანობ რაც გავაკეთე. მწვრთნელები ისეთ პოზიციაში ვართ, რომ მსგავს არეულობაში ჩართვის უფლება არ გვაქვს, ამიტომაც ცუდია, როდესაც ასე ვრეაგირებთ.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მწვრთნელები ასეთ პოზიციაში არ უნდა ვიყოთ.
ჩვენ მოედანზე ერთად ვიბრძვით რასიზმისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ, კარგი იქნება, თუ ამ დროს მწვრთნელების ინტერესებსაც დავიცავთ.
არგენტინელმა მწვრთნელმა კონკრეტული მომენტის აღწერისგან თავი შეიკავა და ზოგადად ფანების მხრიდან მწვრთნელების შეურაცხყოფაზე ისაუბრა:
“არ მინდა სიტუაციის აღწერა და დეტალებში შესვლა.
უბრალოდ ვალდებული ვარ მწვრთნელის პოზიციაზე დავრჩე და გავიაზრო, რომ მხოლოდ მე საზოგადოების შეცვლა არ შემიძლია, მსგავსი ფაქტები სულ მოხდება მწვრთნელების წინააღმდეგ.
ვიცი, რომ ჩემი მოქმედება სწორი არ იყო, თუმცა წარმოგიდგენიათ 90 წუთი შეურაცხყოფების მოსმენა?
იმედი მაქვს, რომ ლივერპული განავითარებს ამ ასპექტს და მომხდარს შესაბამისი შედეგები მოჰყვება”
ინციდენტი მატჩის დასრულებისას მოხდა, სიმეონე გაცეცხლებული იჭრებოდა ფანებში და შემდეგ მეოთხე მსაჯთან აგრესორი ფანის დასჯას ითხოვდა.
მატჩი მართლაც დაძაბული და სანერვიულო იყო.
ლივეპრული ენდი რობერტსონის და მოჰამედ სალაჰის გოლებით ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, მადრიდელებმა კი ანგარიშის გათანაბრება მარკოს ლორენტეს დუბლით შეძლეს.
ბოლო წუთებზე, სლოტის გუნდმა ვირჯილ ვან დაიკის გოლით 3 ქულა აიღო.
წითლების ყველა თამაში მიმდინარე სეზონში დაძაბული და სანახაობრივია. პრემიერ ლიგაში მოგებული ოთხი თამაშიც მერისისაიდელებმა ბოლო წუთებზე მოიგეს.
ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა Setanta Sport-ის არხებსა და პლატფორმაზე შეგიძლიათ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.