სარჩევი
'სეზონის ბოლოს გავიგებთ ვინაა საუკეთესო' - კვარას კომენტარი | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა (1:2).

პსჟ vs ბაიერნი – რეკორმაისტერის ზედიზედ მე-16 მოგება

ლუის ენრიკეს გუნდისთვის მძიმე თამაში გამოდგა, მიუნხენელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და 2 ბურთით გავიდნენ წინ, რომლის შემდეგაც დუბლის ავტორი ლუის დიასი ჰაკიმიზე უხეშობის გამო გააძევეს.

მეორე ტაიმში, მიუხედავად 19 შექმნილი მომენტისა და 8 კარში დარტყმისა, პარიზულმა გუნდმა ერთი გოლი გაიტანა, რამაც შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა.

ლუის ენრიკეს გუნდის ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ერთი მატჩია და ამით ვერ დავასკვნით თუ ვინაა ევროპის საუკეთესო გუნდი:

“ერთი მატჩით იმის თქმა, თუ ვინაა საუკეთესო გუნდი – შეუძლებელია, ამას სეზონის ბოლოს, შედეგებით გავიგებთ, ეს მხოლოდ ერთი მატჩია და ამით საუკეთესო გუნდის გარვკევას ვერ შევძლებთ”

მიუნხენურ გუნდთან განცდილი მარცხის მიზეზებზე საუბრისას კვარამ აღნიშნა, რომ გარდამტეხი პირველ ტაიმში გაშვებული ორი გოლი იყო:

“ვფიქრობ, პირველ ტაიმში ისინი ძალიან მოტივირებულები, უბრალოდ უკეთესები იყვნენ ჩვენზე და გამარჯვება დაიმსახურეს. ეს ფეხბურთია, ზოგჯერ წააგებ”

კვარაცხელია ბაიერნთან მატჩში 76-ჯერ შეეხო ბურთს და 7-ჯერ მეტოქის საჯარიმოში. ქართველის პასების სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი 94% (48/51) იყო.

პარი სენ-ჟერმენი შემდეგ მატჩს ლიგა 1-ში ლიონის წინააღმდეგ გასვლით მატჩში ჩაატარებს, რომლის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვაც, ტრადიციულად, setantasports.com-ზე შეგეძლებათ.

უყურე კვარას თამაშს ლიონის წინააღმდეგ setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.