ესპანეთი vs საქართველოს მატჩამდე ვილი სანიოლმა და გიორგი მამარდაშვილმა მედიის კითხვებს უპასუხეს. საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია ელჩეს სტადიონის ნაცვლად, ბაზაზე გაიმართა, მიზეზი კი უამინდობა გახდა.
ამას გარდა, ეს იყო პირველი შემთხვევა პანდემიური ეპოქის შემდეგ, როდესაც პრესკონფერენცია ნაკრებმა ონალინ რეჟიმში გამართა. მიზეზი ისევ და ისევ უამინდობა გახდა.
ამავე მიზეზით ეროვნულმა გუნდმა მხოლოდ სპორტ დარბაზში ივარჯიშა და წინასამატჩო ტრადიციული საწვრთნელი პროცესი მინდორზე აღარ ყოფილა.
ესპანეთის ნაკრები ელჩეში მატჩის დღეს ჩამოფრინდება.
ვილი სანიოლი – მთავარი მწვრთნელი
“ატმოსფერო ნაკრებში ძალიან კარგია. აქ შეკრების გავლით, ფეხბურთელებს აღდგენის უკეთესი შანსი ექნებოდათ. რაც შეეხება კვარას – მე პსჟ-ის წარმომადგენლებს ვესაუბრე, მას კლუბში ბოლო ვარჯიშები გაუცდა, თუმცა ის ნაკრებში სათამაშოდ სრულფასოვნად მზად არის.
რაც ნაკრებში ვარ, ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე რისკი არასდროს გაგვიწევია. კვარაცხელიას ფიზიკურად მზადყოფნაზე არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ექიმების რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობთ.
ვიცოდით, რომ ესპანეთი ჯგუფის ლიდერი იქნებოდა და პირდაპირ გასვლას ეცდებოდა მუნდიალზე. ჩვენი მიზანია, ვებრძოლოთ თურქეთს მეორე ადგილისთვის. თუმცა ესპანეთთან წასაგებად არ გამოვდივართ და ამ მატჩსაც იდენტურად მივუდგებით.
ესპანეთთან წინა მატჩის შემდეგ იმედგაცრუებულები ვიყავით. ვიგებდით, შემდეგ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ვგრძნობდით, რომ მეტის მიღება შეგვეძლო. ხვალ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, საუკეთესო ხარისხის საჩვენებლად.
არ ვიცი იამალზე რა უნდა გიპასუხოთ. მე მიყვარს ფეხბურთი და მიჯობს, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელები მოედანზე არიან ხოლმე. მას დროულ მომჯობინებას ვუსურვებ.
როდესაც ესპანეთს, პორტუგალიას ან მსგავს ნაკრებს ეთამაშები, რომელსაც 5-6 ტოპ მოთამაშე ჰყავს თითოეულ პოზიციაზე, დანაკლისს მნიშვნელობა აღარ აქვს. მათ ტრავმირებული ფეხბურთელების შეცვლა საუცხოოდ შეუძლიათ.”
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
გიორგი მამარდაშვილი – საქართველოს ნაკრების მეკარე
“ხვალინდელი თამაში რთული იქნება, თან გასვლაზე ვთამაშობთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან.
სექტემბრისგან განსხვავებული სიტუაციაა, რადგან კლუბში რამდენიმე მატჩი ჩავატარე. ვიცოდი შანსი უნდა გამომეყენებინა. საბედნიეროდ ეს შანსი მალე მოვიდა. ახლა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ.
ვფიქრობ, ესპანეთის კალიბრის ნაკრებზე ეს დანაკლისი არ აისახება. ჩვენ ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ. კარგი შედეგისთვის საჭიროა, თითოეულ ჩვენგან კარგი დღე და კარგი მატჩი ჰქონდეს.”
ესპანეთი vs საქართველო 11 ოქტომბერს, 22:45 წუთიდან დაიწყება.