სარჩევი
საქართველო vs ირლანდია - ქალთა ნაკრები პლეი ოფი ფეხბურთი | Setanta Sports

საქართველო vs ირლანდია – ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე 20:00 საათიდან დაიწყება. მასზე დასწრება უფასოა.

ირის ანტმანის გუნდმა მატჩადე დასკვნითი ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა.

ირლანდიასთან პლეი-ოფის პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე გამოტოვებენ.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. 

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო),  მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ჰაპოელი თელ-ავივი, ისრაელი).

ირლანდიის ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: კორტნი ბროსნანი (ევერტონი), გრეის მოლონი (ლონდონ სიტი ლაიონესის), სოფი უაითჰაუსი (ჩარლტონ ატლეტიკი), კეტი კინი (ათლონი თაუნი)

მცველები: ჯესი სტეპლტონი (სანდერლენდი, იჯარით ვესტ ჰემ იუნაიტედიდან), დაიან კალდუელი (ციურიხი), ნიამ ფეი (ლივერპული), აიფე მანიონი (მანჩესტერ იუნაიტედი), კეიტლინ ჰეისი (სელტიკი), ანა პატენი (ასტონ ვილა)

ნახევარმცველები: კეტი მაკკეიბი (არსენალი), დენის ო’სალივანი (ნორთ კაროლინა ქორიჯი), ტაილერ ტოლანდი (ბლექბერნ როვერსი), ლილი ეგი (ბირმინგემ სიტი), ელენ მოლოი (შეფილდ იუნაიტედი), ჰეზერ პეინი (ევერტონი), იზი ატკინსონი (კრისტალ პალასი), ევა მანგანი (კორკ სიტი)

ფორვარდები: კირა კარუსა (სან დიეგო ვეივი), ემბერ ბარეტი (სტანდარტ ლიეჟი), ლინ კირნანი (ლივერპული), ები ლარკინი (კრისტალ პალასი), ჯული-ენ რასელი (გალვეი იუნაიტედი), მარისა შევა (პორტლენდ თორნსი)

საპასუხო შეხვედრა უკვე ირლანდიაში, 29 ოქტომბერს, Tallaght Stadium-ზე გაიმართება და საქართველოს დროით 22:30-ზე დაიწყება.

*ფოტო სფფ