საქართველო 3:0 ბულგარეთი. ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა.
ვილი სანიოლის გუნდმა თურქეთთან განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია ბულგარეთის ნაკრებთან მოახდინა და მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
სათამაშო ტაქტიკიდან გამომდინარე, თავიდანვე ჩანდა, რომ ბულგარეთის ნაკრები მეორე ნომრად ითამაშებდა და 5-მცველიანი ტაქტიკით ისინი ძირითადად კონტრშეტევებს ცდილობდნენ.
პირველი სახიფათო მომენტი მატჩში სწორედ ბულგარელებმა შექმნეს, თუმცა მამარდაშვილი კარის ბოლო ხაზზე ბრწყინვალე იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს კაშიას და კიტეიშვილის არყოფნაში ხვიჩა კვარაცხელიამ უკაპიტნა და პირველი გოლიც სწორედ შვიდიანმა შეაგდო.
ბულგარეთის ნაკრების დაცვაში დაშვებული შეცდომის შედეგად, კვარამ ისარგებლად და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმის ბოლოს, ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლით გამოირჩა ნიკა გაგნიძე, რომელმაც ზურიკო დავითაშვილის ფანტასტიკური პასი გოლად აქცია.
მესამე გოლი ჩვენი ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და ეროვნულ ნაკრებში უკვე 21 გოლი დაუგროვდა.
საქართველო 3:0 ბულგარეთი
გოლები: კვარაცხელია (30), გაგნიძე (44), მიქაუტაძე (60)
საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, კაკაბაძე (ლომინაძე), ქოჩორაშვილი (მამუჩაშვილი), გაგნიძე, მექვაბიშვილი, კვარაცხელია (გულიაშვილი), დავითაშვილი (ლობჟანიძე), მიქაუტაძე (ზივზივაძე)
ბულგარეთი: ვუცოვი, ნედიალკოვი, ბოჟინოვი, დიმიტროვი, მინკოვი (ნურნბერგერი), კრაევი (გრუევი), ცენოვი, კირილოვი, მილანოვი (ჩოჩევი), პეტკოვი (შოპოვი), ნიკოლოვი (კოლევი)
შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშს მთლიანად ჩვენი ნაკრები აკონტროლებდა. იყო რამდენიმე მომენტი ბულგარელთა მხრიადნაც, თუმცა საბედნიეროდ, ნაკრებმა კარი მშრალად შეინახა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ შეხვედრებს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე სტუმრად, შესაბამისად ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.