სარჩევი
საქართველოს ნაკრების განაცხადი ნოემბრის მატჩებისთვის | Setanta Sports

საქართველოს ნაკრების განაცხადი ნოემბრის მატჩებისთვის – საქართველოს ნაკრების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა მოთამაშეთა სია, რომლებიც ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ.

ვილი სანიოლის 25-კაციანი განაცხადში ახალ სახეებს შევხვდებით – სლოვაკური ჟილინას ცენტრალური მცველი, სანდრო ნარიმანიძე და კადისის ფორვარდი, იური ტაბატაძე ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს სოფიაში, ბულგარეთს ესტუმრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი), გიორგი წიტაიშვილი (მეცი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), გიორგი აბუაშვილი (მეცი) იური ტაბატაძე (კადისი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), გიორგი გულიაშვილი (სარაევო), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი).

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.