2025 წლის ბოლო საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა (0:4).
ვილი სანიოლის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ცვლილება ვიხილეთ, რაც ერთი მხრივ დანაკლისით, ხოლო მეორე მხრივ სატურნირო მდგომარეობით იყო განპირობებული.


დაცვის ფლანგებზე მამუჩაშვილი-გოჩოლეიშვილი ვიხილეთ, ეს უკანასკნელი კვლავ მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, საიდანაც ესპანელებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. უნდა აღინიშნოს, რომ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ესპანელები დომინირებდნენ, გარდა მხოლოდ პატარ-პატარა გამონათებებისა, რა დროსაც საქართველოს ნაკრები კონტრშეტევაზე სწრაფ გადასვლას და მეტოქის დასჯას წარუმატებლად ცდილობდა.
უიღბლო იყო მატჩის სტარტიც, როცა გოლი VAR-ის ჩარევის შემდეგ დანიშნული თერთმეტრიანით გავუშვით. მიუხედავად ამისა, ესპანელები ცალსახად ერთი თავით მაღლა იდგნენ და ქართველი ფეხბურთელების არც ისე ცოტა დაშვებულ შეცდომებს სათავისოდ მშვენივრად იყენებდნენ.
პირველი ტაიმის ბოლოს მეტოქე უკვე 3 ბურთით გავიდა წინ, რამაც დინამო არენაზე შეკრებულ გულშემატკივარში იმედის ნაპერწკალი ჩააქრო.
პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებს ერთადერთი შანსი ჰქონდა, როცა ნაკრების დებიუტანტის, იური ტაბატაძეს გაკეთებულ მწვავე გადაცემას ზურიკო დაუხვდა, თუმცა ზედმეტი შეხების შემდეგ კარში დარტყმა ვერ ვიხილეთ.
დე ლა ფუენტეს გუნდის ცენტრალური მცველები – ლაპორტი და კუბარსი თამაშს იდეალურად აკონტროლებდნენ, ხოლო ნახევარმცველები ფაბიან რუისი, სუბიმენდი და მერინო ისე კომბინირებდნენ, რომ ხშირად საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრს არც კი იმჩნევდნენ.
მეორე ტაიმში, როცა უკვე ესპანეთს 3 ქულაზე განაცხადი გაკეთებული ჰქონდა, სათადარიგოან შემოსული წიტაიშვილის აქტიურობით რამდენიმე მომენტი შევექმენით, თუმცა გოლი ვერაფრით გავიტანეთ.
ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული თამაში, ქართველი მოედნის ყველა წერტილში შეუპოვრად იბრძოდა და თავი ეფექტური დრიბლინგებით და გამამწვავებელი პასებით დაგვამახსოვრა. ასევე, გიორგი მამარდაშვილმა მიუხედავად ამდენი გაშვებული გოლისა, 4 ბურთი მოიგერია – ოიარსაბალს საერთოდ კარის ხაზზე წარმოუდგენელი ბურთი აუღო.
ფაქტია, სანიოლის გუნდში პრობლემებია და ეს მხოლოდ მრისხანე მეტოქით არ იახსნება. ქართველ ფეხბურთელებს მთელ რიგ მომენტებში უბრალოდ შეტევაში ასვლა უჭირდათ და ბევრი იყო პოზიციური შეცდომებიც.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილზე დარჩა 3 ქულით. ესპანეთის ნაკრებმა კი ოფიციალურად გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
2026 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, სოფიაში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ბუდუს კომენტარი
კვარას კომენტარი
მიიღე ფასდაკლება setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.