საქართველო vs ესპანეთი – 15 ნოემბერს დინამო არენაზე საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს გამართავს, მეტოქე კი მოქმედი ევროპის ჩემპიონი – ესპანეთი იქნება.
დინამო არენაზე მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
ჯვაროსნებმა E ჯგუფში ჩატარებულ 4 თამაშში მხოლოდ 3 ქულის დაგროვება შეძლეს – საქართველომ 7 სექტემბერს თბილისში ბულგარეთის ნაკრებს სძლია (3:0).
ბოლო სანაკრებო შეკრებაზე ესპანეთთან და თურქეთთან განცდილი მარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.
ვილი სანიოლის გუნდს დასკვნით ორ მატჩში გამარჯვების მოპოვება სჭირდება, ოღონდ პარალელურად თურქეთმა თავისი თამაშები ბულგარეთის და ესპანეთის წინააღმდეგ უნდა წააგოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლის შანსი.
მეორე მხრივ, საქართველოს ურთულესი მეტოქე ეყოლება ესპანეთის სახით, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არც ერთი ქულა დაუკარგავს და ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს.
დე ლა ფუენტეს გუნდს შესარჩევზე ჩატარებულ 4 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი და არც ერთი მიღებული. იმისათვის, რომ ესპანელებმა პირველი ადგილი გაინაღდონ ჯგუფში, საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.


საქართველო vs ესპანეთი – საკადრო სიახლეები
საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან მატჩის წინ ოთარ კაკაბაძე და გიორგი მიქაუტაძე ტრავმების გამო გამოაკლდა.
გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ქოჩორაშვილიც ვერ დაეხმარება.
მიქაუტაძის არყოფნაში, დიდი ალბათობით, მოედანზე ბუდუ ზივზვივაძეს ან გიორგი ქვილითაიას ვიხილავთ, რომლებთან ერთად მეტოქის კარს ხვიჩა კვარაცხელია შეუტევს.
რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, ლა როხას ლამინ იამალი არ ეყოლება, რომელიც სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად ბელგიაში იმყოფება და ეროვნული ნაკრები დატოვა.
გარდა იამალისა, ესპანეთის ნაკრებს ნიკო უილიამსი, როდრი და პედრი ვერ დაეხმარებიან ტრავმების გამო, თუმცა ესპანეთის შემადგენლობის სიღრმიდან გამომიდნარე, ეს მათ ფავორიტის სტატუსს ბუნებრივია არ უკარგავს.
დიდი ალბათობით, ესპანეთის ნახევარდაცვის ხაზში არსენალის ფეხბურთელებს – მიკელ მერინოს და მარტინ ზუბიმენდის ვიხილავთ, ორივე ფეხბურთელს მშვენიერი სეზონი აქვს და უმაღლეს დონეზე თამაშობენ ეროვნულ გუნდშიც.
საქართველო vs ესპანეთი სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, გოგლიჩიძე, აზაროვი, გაგნიძე, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე
ესპანეთი: სიმონი, პორო, ლაპორტი, ჰაუსენი, კუკურეია, ბარიოსი, სუბიმენდი, ტორესი, მერინო, პინო, ოიარსაბალი
საქართველო vs ესპანეთი ურთიერთშეხვედრები
საქართველოს და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 8-ჯერ ესპანეთმა იმარჯვა, ხოლო ერთხელ საქართველომ.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 20 გოლი გაუშვა.
მეტოქე ურთულესი იქნება, თუმცა წლის ბოლო სანაკრებო შეკრების წინ გუნდში საბრძოლო სულისკვეთებაა და უძლიერესი მეტოქის წინაშე ქართველი გულშემატკივარი ნაკრების მოთამაშეებისგან შეუპოვარ ბრძოლას იხილავს.
მიიღე ფასდაკლება setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.