სარჩევი

“თურქეთთან სრულიად სხვა თამაშს ველოდები” – საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანეთთან გამართული მატჩის შემდეგ 0:2 კომენტარი გააკეთა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ჯგუფური ეტაპის 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს.

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა თავისი მე-3 გამარჯვება მოიპოვა ჯგუფში და უპირობო ლიდერია. დე ლა ფუენტეს გუნდს 11 გოლი აქვს გატანილი ამ სამ მატჩში და არც ერთი მიღებული.

პარალელურად თურქეთის ნაკრებმა თავისი მატჩი ბულგარეთში გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო 1:6 და ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა.

ვილი სანიოლმა ესპანეთთან გამართული მატჩის შემდეგ აქცენტი სწორედ შემდეგ თამაშზე გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთში ქართველი ფეხბურთელებისგან რადიკალურად განსხვავებულ თამაშს ელის.

“ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვცადოთ, თუმცა როდესაც ესპანეთის ნაკრები თავის დონეზე თამაშობს, ჩვენ შანსი არ გვაქვს და ეს უნდა მივიღოთ.

ერთ-ერთი გოლი იმიტომ მივიღეთ, რომ ჩვენმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათისგან თავი აირიდა. ჩვენ დატვირთულები ვართ ყვითლებით და ვიცით, რომ შემდეგი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

მე ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ და იმედი მაქვს ამ მცირე დროში ბევრი რამ შეიცვლება. ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ ფეხბურთელებთან.

პირადად მე ფეხბურთელებისგან თურქეთის წინააღმდეგ მატჩში დღევანდელისგან სრულიად განსხვავებულ თამაშს ველოდები”

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ჯგუფური ეტაპის მე-4 მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე კოჩაელში, ადგილობრივი თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.