კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრში გადასვლის შემდეგ თავისი პირველ პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან შეხვედრა სახალისო გამოდგა, ერთ-ერთმა მათგანმა რონალდუს საფირმო შეძახილის იმიტირებაც მოგვასმენინა – სიუუუუ!
კრიშტიანუ რონალდუმ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სანაცვლოდ 200 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც მსოფლიო ფეხბურთში რეკორდული მაჩვენებელია.
“ევროპაში ჩემი საქმე დასრულდა, მე იქ ყველაფერი მოვიგე”, – თქვა რონალდუმ.
“ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან კლუბებში ვითამაშე, ახლა კი ახალი გამოწვევის ჯერია. ეს დიდი შესაძლებლობაა იმისათვის რომ მთელი თაობის მენტალიტეტი შევცვალოთ”.
“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ამაყი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე”
“ევროპიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა, ასევე იყო წინადადებები ბრაზილიიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, პორტუგალიიდანაც კი, ჩემი შეძენა ბევრ კლუბს სურდა, მაგრამ სიტყვა ამ კლუბს მივეცი, რათა ჩემი წვლილი შევიტანო არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ სხვა სფეროების განვითარებაშიც“.
“თავს ბედნიერად ვგრძნობ, დიდებული დახვედრა მომიწყვეს, თავს კარგად გრძნობენ ჩემი ოჯახის წევრებიც, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ ყოველთვის გვერდში მიდგანან“.
“ბევრი ადამიანი საუბრობს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას, მაგრამ მათ ფეხბურთი საერთოდ არ ესმით, ფეხბურთი ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა. ყველა გუნდს შეუძლია ფეხბურთის თამაში, არ დაგავიწყდეთ, რომ საუდის არაბეთი იყო გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონები დაამარცხა. სურპრიზი იყო სამხრეთ კორეის ნაკრებიც, აფრიკული გუნდები, და თუნდაც, კოსტა რიკა, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია”.
“სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს ხალხი რას იტყვის, ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, პასუხისმგებელი მე ვარ, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვიცი, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია, ხალხმა ეს არ იცის, მე კი ვიცი, უკვე ბევრი შეხვედრა ვნახე, ახლა წინ ვიყურები და მხოლოდ თამაში მსურს, მწვრთნელი თუ საჭიროდ ჩათვლის ხვალვე ვითამაშებ“.
“მე უნიკალური ფეხბურთელი ვარ, მსურს, რომ რამდენიმე რეკორდი აქაც დავამყარო“.
“აქ მოვედი იმისათვის, რომ ვითამაშო, სიამოვნება მივიღო და გავიმარჯვო. აქ ვარ იმისათვის, რომ ვიყო წარმატებული ქვეყნის ნაწილი“.