როდრიგოს ანტირეკორდი – მადრიდის რეალის ბრაზილიელმა ფორვარდმა ლა ლიგის მე-13 ტურში ჟირონას წინააღმდეგ (1:1) სულ 18 წუთი ითამაშა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო და ეს უკვე ზედიზედ 30-ე მატჩია, როცა ბრაზილიელი მოედანს უგოლო ტოვებს.
უყურე ლა ლიგას setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
მადრიდის რეალის ისტორიაში ეს ყველაზე ცუდი შედეგია ფორვარდებს შორის. როდრიგომ 30 თამაშის მანძილზე მოედანზე 1,338 წუთი გაატარა და გოლის გატანა ვერ შეძლო. აქამდე 30-მატჩიანი მშრალი სერია ბრაზილიელ მარიანო დიასს ჰქონდა, თუმცა უგოლო სერიის დროს მოედანზე მარიანომ ნაკლები წუთი დაჰყო (986 წუთი).
სეზონის დაწყების წინ, როდრიგოს პრემიერლიგურ კლუბებს უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ბრაზილიელი სამეფო კლუბში დარჩა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 თამაშში როდრიგომ სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ 3-ჯერ დაიწყო. ბრაზილიელს შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
როდრიგო მადრიდულ კლუბს 2019 წელს, სანტოსიდან შეუერთდა. ბრაზილიელის სანაცვლოდ სამეფო კლუბმა 45 მილიონი ევრო გადაიხადა.


ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მადრიდულ კარიერაში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. 2022 წელს როდრიგოს დიდი წვლილი მიუძღვის სამეფო კლუბის ტრიუმფში – ნახევარფინალურ ეტაპზე მან მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართულ საშინაო მატჩში ჰეტრიკი შეასრულა.
მადრიდულ კარიერაში როდრიგოს სულ 285 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 68 გოლი გაიტანა და 53 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.