სარჩევი
რიო ფერდინანდი და ხვიჩა კვარაცხელია - ინტერვიუ | Setanta Sports

ფერდინანდი და კვარაცხელია – რიომ პსჟ-ის კულისებში შეიხედა და ინტერვიუ, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიასთანაც ჩაწერა.

ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ვეტერანმა მცველმა და კვარამ ბევრ თემაზე ისაუბრეს. ამ სტატიაში კვარას ინტერვიუს ნაწილს უცვლელად გთავაზობთ.

ფერდინანდი და კვარაცხელია – ინტერვიუ

პარი სენ-ჟერმენი დღეს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი კლუბია ევროპაში. წლების განმავლობაში ისინი ვარსკვლავების შეძენასა და ინდივიდუალურ ნიჭზე იყვნენ დამოკიდებულები, მაგრამ ამ სეზონში მათი წარმატება სრულიად სხვა საფუძველზე – შრომასა და გუნდურობაზე დაშენდა.

მთელი სეზონის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე, მოედნის კიდიდან თუ კომენტატორის კაბინიდან ვაკვირდებოდი მათ თამაშს. ჩემთვის ეს გუნდი აშკარად საუკეთესო იყო. მაგრამ მინდოდა უკეთ გამეგო, რა ხდის პსჟ-ს ამდენად მომნუსხველსა და წარმატებულს.

მადლობა ჩვენს პარტნიორებს, Qatar Airways-ს, რომლებმაც პარიზში ჩამომიყვანეს და პსჟ-ში გამორჩეული წვდომა მომცეს, რათა გაჩვენოთ, როგორია რეალურად ყოფნა ამ ელიტურ კლუბში.

ფერდინანდი და კვარაცხელია – დღეს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემტევი მოთამაშე ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის მხოლოდ იანვარში შეუერთდა პსჟ-ს ნაპოლიდან, 70 მილიონ ევროდ. მაინტერესებს, რა ამოძრავებს ამ ბიჭს – სტატისტიკა? გოლები და ასისტები? თუ უბრალოდ ფეხბურთისადმი სიყვარული და მაყურებლის აღფრთოვანება?

დავიწყოთ პირდაპირ. გაჩვენებ ერთ ვიდეოს და მითხარი, რას ფიქრობ. იცნობ კრის უოდლს? 80-იან წლებში ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე იყო.

არა, მაგრამ ვუყურებ აუცილებლად. ნამდვილად არის რაღაც მსგავსება.

როდესაც შენ გიყურებდი, ვფიქრობდი – ვის ჰგავდა შენი სტილი? დიდხანს ვფიქრობდი და ბოლოს მივხვდი: კრის უოდლი! შენ გყავდა ვინმე, ვის თამაშსაც ბავშვობაში უყურებდი და ვისგანაც მაგალითს იღებდი?

კრიშტიანუ რონალდუ. ვიცი, რომ სრულიად განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია, მაგრამ ის იყო ჩემი კერპი. ყველგან და ყოველთვის ვუყურებდი მას.

რა ისწავლე კრიშტიანუსგან, რა შესძინე შენს თამაშს?

ყველაზე მნიშვნელოვანი – პროფესიონალიზმი. ყველამ იცის, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ მე ყველაზე მეტად მის ცხოვრებაში დისციპლინა და პროფესიონალიზმი შთამაგონებდა.

როცა მცველს უტევ, ეს უფრო ინსტინქტია, თუ წინასწარ გყავს შესწავლილი, როგორ იცავს თავს?

უფრო ინსტინქტზეა. ვცდილობ, სწრაფად ვიმოქმედო, ბევრი ფიქრის დრო არ გაქვს. სხეულის მოძრაობით ვცდილობ, შევიყვანო შეცდომაში. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვუყურებ მეტოქეებს, მაგრამ მაინც ინსტინქტი უფრო მნიშვნელოვანია.

თუ მცველი სწრაფია ან ფიზიკურად ძლიერია, ცვლი მიდგომას?

დიახ, ბუნებრივია. თუ სწრაფია, ბურთს უბრალოდ ვერ გაიგდებ და ვერ გასცდები. საჭიროა სხეულით ან ბურთით მოატყუო. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ მცველზე.

რომელი მცველები იყვნენ შენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგეები?

საფრანგეთში ძალიან კარგები არიან – სწრაფები და ძლიერი. მაგრამ აქ ყოფნის პერიოდში ყველაზე რთული ჩემთვის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იყო.

როცა თამაშობ, ფიქრობ სტატისტიკაზე – გოლებზე, ასისტებზე, თუ უბრალოდ თამაშით სიამოვნებას იღებ?

ჩემთვის ფეხბურთი ცხოვრებაა. არ მომწონს, როცა ყველა სტატისტიკაზეა ფოკუსირებული – ვინ რამდენი ირბინა ან პასი გააკეთა. რა თქმა უნდა, გოლები და ასისტები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა მოიგოს და თამაშით სიამოვნება მიიღო.

ზოგჯერ კარგად თამაშობ, თუმცა საკმარისად იღბლიანი არ ხარ, გოლი გაიტანო ან საგოლე გადაცემა მიითვალო.

ტრენტთან მატჩის შემდეგ გისაუბრიათ?

არა. თამაშების შემდეგ, ძირითადად, ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე და არ ვსაუბრობ. მეგობრებთან ხანდახან ვსაუბრობ, მაგრამ იშვიათად.

მეც ასე ვიყავი. თუ წავაგებდი, საერთოდ არ ვსაუბრობდი. მოდი, ისევ სწავლებაზე. შენ უკვე პროფესიონალი ხარ, სწავლას მაინც აგრძელებ?

დიახ, ვუყურებ ვიდეოებს, დოკუმენტურებს. ცოტა ხნის წინ რონალდინიოს ვიდეოებს აქტიურად ვუყურებდი – საოცარი იყო. ვცდილობ, რასაც ვხედავ, ვარჯიშზე ან თამაშზე გავიმეორო.

შესანიშნავია. ბავშვებმა უნდა იცოდნენ – სწავლა არასდროს სრულდება. მოდი, ახლა თქვენი შეტევის ხაზი განვიხილოთ. რა მოლოდინები აქვს მწვრთნელს თქვენგან?

იცის, რომ შეტევა შეგვიძლია, მაგრამ ასევე სურს, რომ დაცვაშიც ვიმუშაოთ. თანამედროვე ფეხბურთში მთელი გუნდი ერთად იცავს თავს და ერთად უტევს. ნაპოლიში კონტესთან ვმუშაობდი და სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დაცვითი ტაქტიკა. ფიზიკურადაც ძალიან გამზარდა.

ეს ყველაფერი არ გაწუხებს?

ადრე საერთოდ არ ვიცავდი თავს. მაგრამ ახლა ძალიან ვცდილობ და შედეგს ვხედავ. ვიცი, როგორ ეხმარება დაცვას თავდამსხმელი და მეც მინდა დავეხმარო.

ნუნუსთან ხშირად გაქვს კომუნიკაცია?

დიახ. ბევრს ვსაუბრობთ. თუ ვიცავთ თავს, ვნაწილდებით: მე მარცხნივ ვკეტავ, ის – მარჯვნივ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ცოტა ხნის წინ, რაიან გიგზი გვყავდა სტუმრად და ამბობდა, რომ თანაგუნდელებთან ურთიერთგაგება უმნიშვნელოვანესია. შენც ასეთ ურთიერთობას აყალიბებ?

დიახ. ჯერ კიდევ მანამდე ვუყურებდი პსჟ-ს და ვიცოდი, ვინ როგორ თამაშობდა. მაგალითად, ბარკოლას თუ სივრცეში მივაწვდი ბურთს, ის უბრალოდ გაფრინდება.

დემბელეზე რას იტყვი?

ის შესანიშნავია. ორივე ფეხით თამაშობს, ძალიან სწრაფი და კარგი ადამიანია… უბრალოდ არაჩვეულებრივი. მედიაში ან სოციალურ ქსელებში რაც იწერება, ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება. ის ყველაზე მხიარული ბიჭია გუნდში.

კარგია, რომ შენ როგორც მისი თანაგუნდელი დემბელეზე ასე საუბრობს, რადგან წლების განმავლობაში მის პერსონას აკრიტიკებდნენ… და დეზირე დუე?

19 წლისაა, მაგრამ ისეთი ფიზიკით და ტექნიკით თამაშობს, გეგონება 30 წლის პროფესიონალია. ყველაზე შთამბეჭდავი, მისი პროფესიონალიზმია. ეს ძალიან იშვიათია ასეთ ასაკში.

მოთამაშეებს შორის კონკურენციაა თუ მხარდაჭერა?

ორივე. ყველას სურს თამაში, მაგრამ ერთმანეთს ვეხმარებით. თუ არ გააკეთებ მაქსიმუმს, შეიძლება, შემდეგ მატჩში სათადარიგოზე აღმოჩნდე.

მწვრთნელთან საუბრისას, ლუის ენრიკემ მიგახვედრა, რა სურდა შენგან?

დიახ. ჯერ კიდევ შარშან სურდა ჩემი მოყვანა, მაგრამ ნაპოლიში რიგი მიზეზების გამო დავრჩი. წელს მითხრა: დასაწყისი მარტივი არ იქნება, მაგრამ კონცენტრირდი. სურდა, რომ თავდამსხმელებიც დაცვაში მუშაობდნენ. ეს ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სისტემურია, ფეხბურთელები კი – რობოტებივით. მაგრამ თქვენ თავისუფლად თამაშობთ. როგორ?

მწვრთნელი გვაძლევს თავისუფლებას. პოზიციებს ვცვლით – მარცხნიდან მარჯვნივ, ან ცენტრში. მოწინააღმდეგე ვერ ხვდება, საიდან ვეთამაშებით. როცა თავს თავისუფლად გრძნობ მოედანზე, ეს უდიდესი უპირატესობაა.

ბოლოს – იყო მომენტი, როცა თქვი, „აი, სწორედ ამისთვის მოვედი აქ“?

პირველივე დღიდან. აეროპორტში, ბაზაზე – ყველგან თავი მნიშვნელოვან მოთამაშედ მაგრძნობინეს. ეს კლუბი, მოთამაშეები და პერსონალი ძალიან გულთბილია. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია – ადამიანები.

ძალიან კარგია, რომ ასეთი შემოქმედებითი მოთამაშე შრომისმოყვარეობითაც გამოირჩევი. წარმატებები და მიუნხენში შევხვდებით!

დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა!

ჩემთვისაც, იმედი მაქვს, ერთ დღეს შენს მაისურს მივიღებ.

მაისურებს გავცვლით, რა თქმა უნდა, სიამოვნებით!

მიუნხენში ჩემს მაისურს წამოვიღებ და თუ შეგხვდი გავცვალოთ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ.

გმადლობთ!

ფერდინანდი და კვარაცხელია საუბარს აქ მორჩნენ, შემდეგ კი რიომ პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებთან განაგრძო დიალოგი.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატამდე კვარას ორი მატჩი, ორი ფინალი დარჩა. 24 მაისს, საფრანგეთის თასის ფინალში რეიმსის წინააღმდეგ, ხოლო 31 მაისს მიუნხენში – ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ინტერის წინააღმდეგ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.