სარჩევი
პსჟ vs ნიუკასლი - მატჩის წინ | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს საუკეთესო რვა გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვება სჭირდება.

  • მატჩის პირადპირი რეპორტაჟი 28 იანვარს, თბილისის დროით 23:55 სთ-ზე დაიწყება

ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასკვნითი ტურის ყველა მატჩის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

ასეთ დროს პრაქტიკულია პლატფორმაზე არსებული ‘მულტივიუს’ ფუნქციის გამოყენება, რომლის მეშვეობით ერთდროულა რამდენიმე მატჩის ხილვას შეძლებთ.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგის ფაზის სატურნირო ცხრილში ორივე გუნდი საუკეთესო რვა გუნდშია (13-13 ქულით). პსჟ-ს და ნიუკასლის გარდა კიდევ 6 გუნდია ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც 13 ქულა აქვს, ასე რომ, საუკეთესო რვა გუნდში დასარჩენად ამ გუნდებს გამარჯვებისთვის ბრძოლა მოუწევთ.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულებმა ლიგის ფაზის მე-7 ტურში ლისაბონის სპორტინგთან გამართულ გასვლით შეხვედრაში წააგეს, ხოლო ნიუკასლმა პსვ-სთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (3:0).

ლუის ენრიკეს გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიბრუნა – პარიზელებმა ოსერთან გამართული გასვლითი მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს (1:0), ხოლო კონურენტმა ლანსმა ქულები მარსელთან მატჩში დაკარგა.

პარკ დე პრანსზე გამართული ბოლო 6 მატჩიდან პარი სენ-ჟერმენმა 5 მოიგო – ერთადერთი მარცხი ლუის ენრიკეს გუნდმა საფრანგეთის თასზე, თანაქალაქელი პარიზის წინააღმდეგ იწვნია (0:1) და ტურნირს სენსაციურად, 1/32 ფინალიდან გამოეთიშა.

საინტერესოა, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ფაზის/ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი ზედიზედ 7 წელია არ წაუგია. ბოლოს პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მიუნხენის ბაიერნთან, 2017 წელს დამარცხდნენ (1:3).

ინგლისური კლუბების წინააღმდეგ გასულ სეზონში მოქმედმა ჩემპიონებმა ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პლეი-ოფში ლუის ენრიკეს გუნდმა გასულ წელს ფინალამდე გასვლის გზაზე ლივერპული, ასტონ ვილა და არსენალი ორმატჩიან დუელებში დაამარცხა. რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპს/ლიგის ფაზას, ბოლო ინგლისური კლუბი, რომელმაც პარკ დე პრანსზე ჯგუფურ კონტესტში მოიგო მანჩესტერ იუნაიტედია – ეშმაკებმა ეს 2020 წლის ოქტომბერში გააკეთეს (2:1).

პირველად კლუბის ისტორიაში, ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს – ედი ჰაუს გუნდს საუკეთესო 16 გუნდში ადგილი განაღდებული აქვს და ახლა რვა გუნდში შესვლას ეცდება. ჯორდებს ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ გასვლით შეხვედრაშ ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ – ინგლისელებმა სტუმრად ლევერკუზენის (2:2) და მარსელის (1:2) დამარცხება ვერ შეძლეს.

ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო 5 გასვლით შეხვედრაში, ნიუკასლმა მხოლოდ ბარნლის დამარცხება შეძლო 30 დეკემბერს (3:1).

ჩემპიონთა ლიგაზე, გასულ ტურში პსვ-ს წინააღმდეგ, თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა ნიუკასლის კონგოელმა ფორვარდმა იოან ვისამ, რომელმაც დებიუტი გატანილი გოლით აღნიშნა.

ურთიერთშეხვედრების მხრივ, ნიუკასლს პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ არასდროს წაუგია. 2023 წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ საშინაო მატჩში ჯორდებმა პარიზელები 4:1 გაანადგურეს, ხოლო გასვლით მატჩში მბაპეს ბოლო წუთზე გატანილი კონტროვერსული პენალტით მატჩი 1:1 დასრულდა.