სარჩევი
პსჟ vs მონაკო - უყურე კვარას თამაშს setantasports.com-ზე | Setanta Sports

პსჟ vs მონაკო – პარი სენ-ჟერმენი შიდა ჩემპიონატში ძლიერი ლიდერობის მოპოვების შემდეგ მონაკოს უმასპინძლებს და ტიტულისკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმას ეცდება.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდი პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.

ლუის ენრიკეს გუნდი ჩვეულებისამებრ მიიწევს ლიგა 1-ის ტიტულისკენ, თუმცა ამ სეზონში პარიზელებმა რამდენჯერმე დაკარგეს ლიდერობა. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტი ლანსი ბოლო ტურებში დაკარგული ქულების გამო პსჟ-ს 4 ქულით ჩამოშორდა.

მონაკო, თავისმხრივ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის მონეგასკები სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან და 4-ეულში მყოფ მარსელს 6 ქულით ჩამორჩებიან.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ამ გუნდების ორმატჩიანი დაპირისპირება უკვე ვიხილეთ. მონაკო ბოლო წუთამდე ბრძოლაში იყო პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ, თუმცა ორი მატჩის ჯამშ 4:5 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ლუის ენრიკეს გუნდი დღევანდელ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება – უსმან დემბელემ პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებული ბოლო 3 მატჩი გამოტოვა, ასევე მცირე ტრავმა აქვს ფაბიან რუისსაც. გარდა ამ ორი ფეხბურთელისა, კითხვის ნიშნის ქვეშაა ნჯანტუს თამაშიც.

პსჟ vs მონაკო – სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ – საფონოვი, მენდეში, პაჩო, მარკინოსი, ჰაკიმი, ზაირ-ემერი, ვიტინია, კან-ინ ლი, ბარკოლა, დუე, კვარაცხელია

მონაკო – კონი, ენრიკე, ფაესი, კერერი, ვანდერსონი, კამარა, ბამბა, გოლოვინი, კულიბალი, ადინგრა, ბალოგუნი