სარჩევი
პსჟ vs მარსელი - უყურე სუპერთასს setantasports.com-ზე | Setanta Sports

პსჟ vs მარსელი – ფრანგული ფეხბურთის გრანდები ერთმანეთს წლის პირველი ტიტულისთვის – საფრანგეთის სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან.

გასულ სეზონში პარიზულმა გუნდმა შიდა ასპარეზზე ყველაფერი მოიგო, მარსელი კი სუპერთასის მატჩში მხოლოდ იმით მოხვდა, რომ გასული სეზონის ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა.

ლუის ენრიკეს გუნდი, მიმდინარე სეზონში, ინტერკონტინენტური თასის მოგების შემდეგ, მეორე ტიტულის დაუფლებას შეეცდება.

საფრანგეთის სუპერთასის მატჩებში პარი სენ-ჟერმენი გამოკვეთილად კარგი ბალანსით თამაშობს – აღნიშნულ ტურნირზე გამართულ ბოლო 12 შეხვედრაში პარიზელებმა 11-ჯერ გაიმარჯვეს.

პსჟ vs მარსელი – საფრანგეთის სუპერთასი როგორ ვუყუროთ?

საფრანგეთის სუპერთასის მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

ახალი პრომო-კოდებით, შეგიძლიათ პლატფორმა მეტი ფასდაკლებით გამოიწეროთ:

პსჟ vs მარსელი – მატჩის წინ

ახალი წელი მარსელისთვის კარგად ვერ დაიწყო – რობერტო დე ძერბის გუნდმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში ნანტთან წააგო (0:2) და ფაქტობრივად სატიტულო რბოლას გამოეთიშა.

ამ მომენტისთვის, მარსელი საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერ ლანსს 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან პსჟ-ს 7-ით, რთულად წარმოსადგენია, რომ სეზონის მიმდინარეობისას მარსელი კვლავ დაუბრუნდეს საჩემპიონო რბოლას.

რობერტო დე ძერბის საფრანგეთის სუპერთასის მატჩში შანსი აქვს თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგოს.

გამარჯვების შემთხვევაში, მარსელი საფრანგეთის სუპერთასის ტიტულების რაოდენობით მონაკოს გაუთანაბრება (4).

საინტერესოა, რომ მარსელს პარი სენ-ჟერმენი ყველა ტურნირზე ზედიზედ ორ მატჩში 2011 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.

ლუის ენრიკეს გუნდი სუპერთასის მატჩს მცირე დანაკლისით ხვდება – აშრაფ ჰაკიმი კვლავ აფრიკის თასზეა და მაროკოსთან ერთად უკვე მეოთხედფინალურ ეტაპზეა გასული.

მატვეი საფიონოვი და კან-ინ ლი ტრავმირებულები არიან და მათი თამაში მარსელის წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშაა, სხვა მხრივ, ლუის ენრიკეს გუნდს ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს.

ლიგა 1-ის ბოლო ტურში პარიზის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ გვინახავს ხვიჩა კვარაცხელია, იმედია ქართველი სუპერთასის მატჩს პირველივე წუთებიდან დაიწყებს.

ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თავისი გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია და ‘ლე კლასიკში’ მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

პსჟ vs მარსელი – სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ – შევალიე, ზაირ-ემერი, მარკინოსი, პაჩო, ერნანდესი, ნევეში, ვიტინია, რუიზი, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა

მარსელი – რული, პავარი, ბელარდი, აგერდი, ო’რაილი, ნადირი, პალმიერი, გრინვუდი, პაიშაო, ობამეიანგი