სარჩევი
პს vs მარსელი - უყურე ლე კლასიკს setatasports.com-ზე | Setanta Sports

პსჟ vs მარსელი – ლუის ენრიკეს გუნდი ლიგა 1-ის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ ფაზაში შედის და პარკ დე პრანსზე მარსელის დამარცხებას ეცდება, რომელსაც სატიტულო იმედები თითქმის გამქრალი აქვს.

პსჟ vs მარსელი – ლიგა 1, ტური 25

8 თებერვალი, 23:45 სთ, პირდაპირი რეპორტაჟი Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ზე

რობერტო დე ძერბის გუნდი 2011 წლის შემდეგ პირველად შეეცდება პსჟ-ს ზედიზედ ორჯერ დამარცხებას, თუმცა ისტორია გვაჩვენებს, რომ პარკ დე პრენსზე ეს ძალიან იშვიათად ხდება. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, დე ძერბის მომავალი მარსელში გაურკვეველი იყო, თუმცა ლიგა 1-ში გუნდი, ასე თუ ისე, კარგ შედეგებს დებს და იტალიელი მწვრთნელიც საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში სამსახურს ინარჩუნებს. პარიზელების დამარცხების შემთხვევაში, რობერტო დე ძერბი გახდება მარსელის პირველი მწვრთნელი დიდიე დეშამის შემდეგ (2010-11), ვინც პსჟ-ს დამარცხება ერთი სეზონის განმავლობაში ორჯერ მოახერხა.

მარსელი ძალიან ახლოს იყო პსჟ-ს დამარცხებასთან საფრანგეთის სუპერთასის მატჩში, თუმცა იქ ბოლო წუთზე გონსალო რამოშმა გაათანაბრა ანგარიში და შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდმა ტრიუმფს პენალტების სერიაში მიაღწია.

რაც შეეხებ მოქმედ ჩემპიონებს, პარი სენ-ჟერმენი მარსელთან შეხვედრას აშრაფ ჰაკიმის გარეშე შეხვდება, რომელიც მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ნახევარმცველი ფაბიან რუიზი მუხლთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიუწვდომელი იქნება ენრიკესთვის, კენტინ ნჯანტუს კი მარჯვენა კუნთზე აქვს დაზიანება და თამაშს ვერც ის შეძლებს.

სასიამოვნო ამბავია პარიზელებისთვის ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელება, რომელსაც კოჭის ტრავმა აღარ აწუხებს. ქართველი ვარსკვლავი სრული დატვირთვით ვარჯიშს პარასკავს დაუბრუნდა და ლე კლასიკში თამაშისთვის მზად იქნება. სავარაუდოდ, ქართველს მარსელთან მატჩში თავიდან სათადარიგო სკამზე ვიხილავთ, თუმცა ის ლუის ენრიკეს გუნდის შეტევის გაძლიერების ოფცია აუცილებლად იქნება.

მარსელთან მატჩის წინ ლუის ენრიკემ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ფანებისთვის ‘მტრებთან’ მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მატჩში გამარჯვება 3 ქულაზე მეტს ნიშნავს -‘დაპირისპირებული მატჩები ყველაფერზე მაღლა დგას და ფანებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. საჭიროა ამ მატჩში 3 ქულა ავიღოთ და ლიდერობა დავიბრუნოთ.’

პსჟ ლე კლასიკს საფრანგეთის ჩემპიონატში 6-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება, ბოლო გამარჯვება პარიზელებმა სტრასბურგის წინააღმდეგ მოიპოვეს (2:1) და ლანსს ორი ქულით გაასწრეს. ამ მომენტისთვის ლანსმა ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდს მარსელთან მატჩი თადარიგში აქვს.

მარსელის ბოლოდროინდელი შედეგები არასტაბილურია – დე ძერბის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუგესთან განცდილი მარცხის შემდეგ გამოვარდა, თუმცა ლიგა 1-ის ბოლო ტურში რენთან მატჩში მარსელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (3:0).