სარჩევი
პრემიერ ლიგა შუა კვირაში - უყურე ყველა მატჩს setantasports.com-ზე | Setanta Sports

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტური სტარტს 2 დეკემბერს აიღებს – ტრადიციულად, ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ქართველ გულშემატკივარს setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.

უყურე პრემიერ ლიგის ყველა მატჩს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

გაგრძელდება არსენალის დომინაცია?

მიკელ არტეტას გუნდმა გასულ ტურში 10-კაციან ჩელსისთან დაკარგა ქულები, თუმცა მდევარ მანჩესტერ სიტისთან მაინც კომფორტულ – 5-ქულიან უპირატესობაშია. მეთოფეები 3 დეკემბერს ბრენტფორდს უმასპინძლებენ, რომელმაც, თავისმხრივ, გასულ ტურში ბარნლის წინააღმდეგ მოიგო.

არსენალს საკუთარ მოედანზე ჩატარებული 6 მატჩიდან, 5 მოგება და 1 ფრე აქვს პრემიერ ლიგაში. არტეტას გუნდი ჩელსისთან ძველებურად დომინანტური ვერ ჩანდა, რაც ერთი მხრივ, გასვლითი მატჩით, ხოლო მეორე – დანაკლისით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული.

მიკელ არტეტას გუნდს დაცვის ხაზში გაბრიელ მაგალესი ვერ ეხმარება, ასევე ტრავმირებულია კაი ჰავერცი და ტროსარი.

კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება ბრენტფორდის თავდამსხმელის – იგორ ტიაგოს თამაში, რომელსაც მცირე დაზიანება აქვს. ბრაზილიელი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საოცარ სეზონს ატარებ – 11 გოლით იგორ ტიაგო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება.

ადვილი ნამდვილად არ იქნება არსენალისთვის ამ მატჩიდან სამი ქულის წამოღება, თუმცა თუ არტეტას გუნდი ჩვეულ – შედეგზე ორიენტიბულ თამაშს გვაჩვენებს, ლონდონელები კომფორტულ უპირატესობას სატურნირო ცხრილში, შეინარჩუნებენ.

ლივერპული – ოქროს ცა შტორმის შემდეგ?

როგორც You’ll Never Walk Alone-შია – ყველა შტორმის ბოლოს ოქროს ცას ვხედავთ, ლივერპულს აქვს შანსი ვესტ ჰემთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ფანებში ნდობა დაიბრუნოს და მათში ხასიათი ენფილდზე გამოიკეთოს, სადაც სანდერლენდს უმასპინძლებს.

ზედიზედ სამმატჩში 3-ბურთიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ, ლივერპულმა ლონდონში ვესტ ჰემის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, სადაც ალექსანდერ ისაკის ლივერპულის მაისურით პრემიერ ლიგაში გატანილი პირველი გოლი ვიხილეთ.

გარდა ისაკის გოლისა, მშვენიერი თამაში ჰქონდა ფლორიან ვირცსაც, რომელიც მეტოქის დაცვაში ქაოსს ქმნიდა და გამამწვავებელი პასებით ლივერპულს სახიფათო მომენტებს უქმნიდა.

ვესტ ჰემთან მატჩში სათადარიგო სკამზე დარჩა ლივერპულის ეგვიპტელი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი, რომელიც ჯერ კიდევ თავისი ჩვეული სათამაშო ფორმის ძიებაშია და გუნდს შედეგიანი მოქმედებებით ვერ ეხმარება.

სტედიუმ ოფ ლაითზე გასულ ტურში სანდერლენდის შესრულებით ბრწყინვალე ქამბექი ვიხილეთ ბორნმუთის წინააღმდეგ. ბრის რეგისის გუნდმა 2 მიღებული გოლის შემდეგ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინეს და 3 ქულის ასაღებად გზა მაინც იპოვეს.

გამარჯვების მომტანი გოლი ბრობიმ გაიტამა ლე ფეს გადაცემით, ჰოლანდიელმა პრემიერ ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა და ორივე გოლი სანდერლენდისთვის ქულის ან ქულების მომტანი გახდა.

ფაქტია, შავი კატები ენფილდზე საბრძოლველად ჩავლენ და წითლების ბანაკში არსებული პრობლემების გამოყენებას მაქსიმალურად ეცდებიან – ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ლივერპულს თავის მოედანზე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 2 წაგება აქვს.

არნე სლოტმა ვესტ ჰემთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გუნდის ხელმძღვანელობისგან ნდობა არ დაუკარგავს – საპირისპიროდ, ინგლისურ პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ თუ ლივერპული ვესტ ჰემთან და სანდერლენდთან მატჩებში 6 ქულას არ აიღებს, ჰოლანდიელი შესაძლოა დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლონ. წითლებმა ლონდონში დავალება კარგად შეასრულეს, ვნახოთ რა იქნება ენფილდზე.

პრემიერ ლიგა მე-14 ტურის განრიგი

2 დეკემბერი
ბორნმუთიევერტონი
ფულემიმანჩესტერ იტი
ნიუკასლიტოტენჰემი
3 დეკემბერი
არსენალიბრენტფორდი
ბრაიტონიასტონ ვილა
ბარნლიკრისტალ პალასი
ვულვზინოტინგემი
ლიდსიჩელსი
ლივერპულისანდერლენდი