ტიტულისა და გავარდნის საკითხები უკვე გადაწყვეტილია და პრემიერ ლიგა კვირას ცხრილის უკიდურეს ბოლოებში მყოფი გუნდებისთვის ყოველგვარი შეშფოთების გარეშე სრულდება. თუმცა, ნუ შეშინდებით – ბევრი რამ კვლავ დევს სასწორზე.
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი სამი ადგილისთვის ბრძოლა, ბოლომდე გრძელდება, ხოლო ბრაიტონსა და ბრენტფორდს ორივეს მერვე ადგილის მოპოვება აინტერესებთ, რამაც შესაძლოა ევროპული საგზურის მიღება გამოიწვიოს.
სინამდვილეში, ყველა მატჩში არის რაღაც, რისთვისაც ღირს თამაში!
აქ არის ყველაფერი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ პრემიერ ლიგის სეზონის ბოლო დღეს.
პრემიერ ლიგა – პირდაპირი რეპორტაჟი
პირდაპირი რეპორტაჟების ხილვას Setanta Sports-ის არხებსა და setantasports.com-ზე შეძლებთ. გულშემატკივარი ჩვენს პლატფორმაზე პრემიერ ლიგის ყველა მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ნახავს.
გარდა ამისა, პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პრემიერ ლიგა – ხუთეულში შემავალი ბრძოლა
ბოლო რაუნდის წინ ყველაზე მნიშვნელოვანი სასაუბრო თემაა, თუ ვინ შეუერთდება ლივერპულს, არსენალსა და უეფას ევროპა ლიგის გამარჯვებულ ტოტენჰემს მომავალ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.
სამი ადგილი კვლავ რჩება გასათამაშებლად, მანჩესტერ სიტის, ნიუკასლ იუნაიტედს, ჩელსის, ასტონ ვილასა და ნოტინგემ ფორესტს მხოლოდ სამი ქულა აშორებთ სასურველი მიზნის მისაღწევად ტიტანურ ბრძოლაში.
მანჩესტერ სიტის ორი ქულით მეტი უპირატესობა აქვს მდევარ გუნდთან, ხოლო ბურთების სხვაობით ყველას აღემატება, ამიტომ მათ იციან, რომ კრეივენ კოტიჯზე ერთი ქულა საკმარისი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის უზრუნველსაყოფად.
ნიუკასლმა და ჩელსიმ ასევე იციან, რომ გამარჯვება მათ ხუთეულში მოხვედრას გაუნაღდებს, რადგან ასტონ ვილას გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ბურთების სხვაობის მხრივ, უნაი ემერის გუნდისთვის თითქმის შეუძლებელია ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება.
პრემიერ ლიგა – რბოლა მერვე ადგილისთვის
ევროტურნირების საგზურს არა მხოლოდ პირველი შვიდი გუნდი იღებს, არამედ არსებობს შანსი, მერვე ადგილიც გამსვლელი იყოს კონფერენს ლიგაზე.
თუ ჩელსი მომავალ კვირაში უეფას კონფერენს ლიგის ფინალში რეალ ბეტისს დაამარცხებს – რითაც ევროპა ლიგის საგზურს მოიპოვებს – პრემიერ ლიგაში მათი საბოლოო პოზიცია კი პირდაპირ გავლენას მოახდენს მერვე ადგილზე გასულზე.
თუ ჩელსი მეშვიდე ადგილზე გავა და შემდეგ კონფერენს ლიგას მოიგებს, კონფერენს ლიგის დარჩენილი საგზური მერვე ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა.
ამჟამად ეს ბრაიტონია, რომელსაც ბრენტფორდს სამი ქულით უსწრებს. კვირას, ტოტენჰემ ჰოტსპურთან ფაბიან ჰურცელერის გუნდისთვის ქულის მოპოვება მერვე ადგილს უზრუნველყოფს, თუმცა თუ ისინი წააგებენ და ბრენტფორდი ვულვერჰემპტონთან მოიგებს, ტომას ფრანკის გუნდი მათზე უკეთეს პოზიციას დაიკავებს.
პრემიერ ლიგა – საბოლოო პოზიციები და ანაზღაურება
იმ კლუბების აბსოლუტურ უმრავლესობასაც კი, რომელთა ბედიც უკვე გადაწყვეტილია, რაიმე საფიქრალი მაინც აქვთ ბოლო დღეს.
უმაღლესი ლიგის 20 გუნდიდან მხოლოდ ლივერპულს (პირველი ადგილი), ევერტონსა (მე-13 ადგილი) და საუთჰემპტონს (მე-20 ადგილი) არ შეუძლიათ პოზიციების შეცვლა, კვირა დღის შედეგების მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის კლუბებზე მაუწყებლობისა და ცენტრალური კომერციული შემოსავლების დიდი ნაწილი თანაბრად ნაწილდება, არსებობს დამატებითი სტიმული ანაზღაურების შესახებ, იმის მიხედვით, თუ სად ამთავრებს კლუბი ცხრილს.
არსებითად, რაც უფრო მაღალაა კლუბი, მით უფრო მეტ ანაზღაურებას იღებს ის პრემიერ ლიგის ცენტრალური გადასახადებიდან.
მაგალითად, ლივერპული მიიღებს ძირითადი დამსახურების ანაზღაურების 20-ჯერ მეტს, ხოლო მეორე ადგილზე გასული კლუბი – 19-ჯერ მეტს და ა.შ.
იმ კლუბების აბსოლუტურ უმრავლესობასაც კი, რომელთა ბედიც უკვე გადაწყვეტილია, რაიმე საფიქრალი მაინც აქვთ ბოლო დღეს.
უმაღლესი ლიგის 20 გუნდიდან მხოლოდ ლივერპულს (პირველი ადგილი), ევერტონსა (მე-13 ადგილი) და საუთჰემპტონს (მე-20 ადგილი) არ შეუძლიათ პოზიციების შეცვლა, კვირა დღის შედეგების მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის კლუბებზე მაუწყებლობისა და ცენტრალური კომერციული შემოსავლების დიდი ნაწილი თანაბრად ნაწილდება, არსებობს დამატებითი სტიმული ანაზღაურების შესახებ, იმის მიხედვით, თუ სად ამთავრებს კლუბი ცხრილს.
არსებითად, რაც უფრო მაღალაა კლუბი, მით უფრო მეტ ანაზღაურებას იღებს ის პრემიერ ლიგის ცენტრალური გადასახადებიდან.
მაგალითად, ლივერპული მიიღებს ძირითადი დამსახურების ანაზღაურების 20-ჯერ მეტს, ხოლო მეორე ადგილზე გასული კლუბი – 19-ჯერ მეტს და ა.შ.
გასულ წელს, თითოეული დამატებითი ადგილის ღირებულება დამსახურებული ანაზღაურების სახით დაახლოებით 2.8 მილიონი გირვანქა იყო.
პრემიერ ლიგა – ოქროს ჯილდოები
სეზონის დასასრული ნიშნავს, რომ პრემიერ ლიგის ოქროს სამი ჯილდოს გადაცემის დროა: ოქროს ბუცი საუკეთესო ბომბარდირისთვის, საუკეთესო ასისტენტის ჯილდო ყველაზე მეტი საგოლე გადაცემისთვის და ოქროს ხელთათმანი მეკარისთვის, რომელმაც ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად.
ყველა სხვა მოთამაშეზე 5 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით მეტი აქვს ამ მომენტში მოჰამედ სალაჰს, რომელიც მტკიცედ მიდის იქით, რომ პირველი ორი ჯილდო შინ წაიღოს.
ოქროს ხელთათმანის მოსაპოვებლად ბრძოლა გაცილებით უფრო დაძაბულია, რადგან დავიდ რაიას და მატს სელსს 13-ჯერ შეინახეს კარი მშრალად, ბოლო დღისთვის, სადაც არსენალი საუთჰემპტონს ესტუმრება, ხოლო ნოტინგემ ფორესტი ჩელსის.
პრემიერ ლიგა – ინდივიდუალური მიღწევები
სალაჰი პრემიერ ლიგის ორი რეკორდის მოხსნასთან ძალიან ახლოსაა.
ამჟამად 18 საგოლე გადაცემა აქვს, სალაჰს ორი პასი აშორებს პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 20 საგოლე პასით რეკორდის გამეორებასთან, რომელიც ანრიმ 2002/03 წლებში და კევინ დე ბრუინმა 2019/20 წლებში დაამყარეს.
თუ ამას მოახერხებს, ის ასევე დაამყარებს ახალ რეკორდს გოლებში მონაწილეობის მხრივ. ლივერპულის ფეხბურთელს 46 საგოლე კონტრიბუცია აქვს (28 გოლი, 18 საგოლე გადაცემა), რაც ერთით ნაკლებია ენდი კოულის 1993/94 წლებში და ალან შირერის 1994/95 წლებში 42 მატჩიან სეზონებში დამყარებულ 47 საგოლე კონტრიბუციაზე.
თუმცა, სალაჰმა პრემიერ ლიგის ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში 21 დარტყმა ჰქონდა და 18 შანსი შექმნა.