სარჩევი
პარიზული დერბი - უყურე კვარას თამაშს setantasports.com-ზე | Setanta Sports

პარიზული დერბი – პარკ დე პრენსზე ლუის ენრიკეს გუნდი ლიგა 1-ის მე-17 ტურში პარიზის საფეხბურთო კლუბს უმასპინძლებს.

ეს იქნება პირველი პარიზული დერბი 1978 წლის შემდეგ. საფრანგეთის ჩემპიონატის 13-გზის გამარჯვებული მეზობელ პარიზს მიიღებს, რომლის სტადიონიც პარკ დე პრანსიდან 30 მეტრშია – ეს ყველაზე ახლო დერბია ევროპულ ფეხბურთში.

მატჩი თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

პარი სენ-ჟერმენი vs პარიზი – მატჩი წინ

2025 წლის კალენდარული წელი ლუის ენრიკეს გუნდმა მოულოდნელად მეორე ადგილზე დაასრულა. კალენდარული წლის განმავლობაში პსჟ-ს გადატვირთული სათამაშო გრაფიკთან ერთად ლიდერების ტრავმებიც დაემატა, რის გამოც პსჟ-მ რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა.

ინტერკონტინტენტურ თასზე და კუპ დე ფრანსზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, პსჟ ლიგა 1-ში ბრუნდება და ყველა ტურნირზე 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

კვლავინდებურად, კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი რამდენიმე ფრონტზე იბრძვის და ლიგა 1-ის მოგება უმაღლესი პრიორიტეტი იქნება პარიზელებისთვის. ამჟამად პსჟ სატურნირო ცხრილში ლენსს 1 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხებათ სტუმრებს, პარიზი სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ბოლოს ახალგადმოსულმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება 5 ტურის წინ, მონაკოს წინააღმდეგ შეძლო.

ფსონები სტუმრების წინააღმდეგაა – ცუდ სათამაშო ფორმასთან ერთად, პარიზის საფეხბურთო გუნდს აფრიკის თასის დაწყების გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურაც გამოაკლდა.

პარი სენ-ჟერმენი vs პარიზი – სავარაუდო შემადგენლობები

ლუის ენრიკეს გუნდს ტრავმის გამო აშრაფ ჰაკიმი, მბაიე, ნჯანტუ და კან-ინ ლი დააკლდება.

რაც შეეხება პარიზს, სტუმრებს აფრიკის თასის გამო – ტრაორე, სიმონი, კრასო, კებალი და ჩერბი არ ეყოლებათ, ხოლო ტრავმის გამო გუნდს ჰამენი, დიკო და ალაკუხი დააკლდება.

პსჟ – შევალიე, მენდეში, მარკინოსი, პაჩო, ზაირ-ემერი, ფაბიან რუიზი, ვიტინია, ნევეში, დუე, დემბელე, კვარაცხელია

პარიზი – ტრაპი, კამარა, ოტავიო, მბოუ, დე სმეტი, გორი, ლოპეზი, მარკეტი, კაფარო, იკონე, გუბელსი