სარჩევი
ოსერი vs პსჟ - უყურე კვარას თამაშს setantasports.com-ზე | Setanta Sports

ოსერი vs პსჟ – ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადასვლისთვის ოსერს ესტუმრება.

ჩემპიონთა ლიგაზე სპორტინგთან განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ (1:2), ლუის ენრიკეს გუნდი ხასიათის გამოკეთებას ლიგა 1-ში შეეცდება. პარიზელები შიდა ჩემპიონატში ლანსთან ერთად იბრძვიან ჩემპიონობისთვის – ოსერში მოპოვებული გამარჯვებით პსჟ-ს ლანსის თამაშამდე სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადასვლის შანსი აქვს.

ოსერი vs პსჟ – როგორ ვუყუროთ?

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი თბილისის დროით 23:00 სთ-ზე Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ზე დაიწყება.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

2026 წელს ოსერი შიდა ჩემპიონატში ჯერ კიევ პირველი მოგების ძიებაშია – ზედიზედ 3-მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ, ლურჯებმა სატურნირო ცხრილში მდგომაროება მნიშვნელოვნად გაიუარესეს. ამ მომენტისთვის ოსერი მე-17 ადგილს მხოლოდ 14 ქულით იკავებს და ლიგა 2-ში დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ოსერს მიმდინარე სეზონში მოპოვებული 14 ქულიდან 10 საკუთარ მოედანზე აქვს აღებული (3 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება), ერთადერთი პოზიტივი ლურჯებისთვის მოქმედი ჩემპიონი პსჟ-ს წინააღმდეგ სწორედ საკუთარი მოედნის უპირატესობაა.

პარი სენ-ჟერმენმა ერთი კვირის წინ ლიგა 1-ში ლილის წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (3:0) და შიდა ჩემპიონატში მოგებათა სერია 4-მდე გაზარდა. ლუის ენრიკეს გუნდის დაცვის ხაზი არასტაბილურად გამოიყურება ამ სეზონში – ლიგა 1-ის ბოლო 15 მატჩიდან 11-ში პარიზელებმა მშრალად კარის შენახვა ვერ მოახერხეს.

ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე სპორტინგთან მატჩში ენრიკეს გუნდის დაცვის პრობლემები კარგად გამოჩნდა – მიუხედავად ძალიან დიდი უპირატესობისა, პარიზელებმა ლისაბონში გამარჯვება დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო ვერ მოიპოვეს – კვარაცხელიამ მაგიური გოლი კი გაიტანა, მაგრამ სპორტინგმა პსჟ-ს დაცვაში არსებული ქაოსით ორჯერ ისარგებლა და საბოლოოდ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა (2:1).

კვარაცხელიას ულამაზესი გოლი – პსჟ ბოლო წუთზე დამარცხდა

ლუის ენრიკე – ‘საუკეთესო გასვლით მატჩში დავმარცხდით’

რაც შეეხება დანაკლისს, მასპინძლებს ტრავმის გამო ბუაი-კიალა და სიერალტა გამოაკლდებათ, ხოლო ლუის ენრიკეს გუნდს ფაბიან რუიზი, ნევეში, მენდეში, კან-ინ ლი და ჰაკიმი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ნჯანტუს თამაშიც, რომელსაც კუნთის დაზიანება აწუხებს.

ურთიერთშეხვედრების მხრივ, პსჟ-ს ოსერთან გამართულ ბოლო 18 მატჩში 12 გამარჯვება აქვს (3 ფრე, 2 წაგება), თუმცა აღსანიშნავია, რომ ოსერში გამართულ ბოლო 6 გასვლით მატჩში პარიზულმა გუნდმა მხოლოდ 2-ჯერ მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიას ოსერის წინააღმდეგ გამართულ 2 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. გასული სეზონის დასკვნით, 34-ე ტურის მატჩში ქართველმა ოსერთან დუბლი შეასრულა.