ქვილიათაია მეცის ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია კარიერას ფრანგულ მეცში გააგრძელებს, ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
სულ რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზედან უოტფორდში გააგრძელებს. ქართველმა მცველმა ინგლისის სამუშაო ვიზა უკვე მოიპოვა და ჰორნეტები ქართველს მალე ოფიციალურად წარადგნენ.
გოგლიჩიძე კარიერას უოტფორდში გააგრძელებს
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ფრანგულ კლუბში დღეს გაიარა და გუნდთან 6 თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, სეზონის ბოლოს მეცს კონტრაქტის 1-წლიანი გახანგრძლივების უფლება ექნება.
გიორგი ქვილითაია აქამდე კვიპროსული არის ლიმასოლის ღირსებას იცავდა. 2025/26 წლების სეზონში ქართველმა თავადმსხმელმა კვიპროსის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლის და 5 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ამგვარად, მეცის შემადგენლობაში სამი ქართველი ფეხბურთელი – გიორგი ქვილითია, გიორგი აბუაშვილი და გიორგი წიტაიშვილი, ითამაშებს.
ამ მომენტისთვის მეცი საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და 12 ქულა აქვს. უსაფრთხო ზონას ბენუა ტავეროს გუნდი 2 ქულით ჩამორჩება.
ლიგა 1-ის შემდეგ ტურს მეცი 6 თებერვალს, საკუთარ მოედანზე ლილის წინააღმდეგ გამართავს, სადაც შესაძლოა ქვილითაიას დებიუტიც ვიხილოთ.