ნაპოლი vs კალიარი და კომო vs ინტერი – სერია A-ს გამარჯვებულის ვინაობას ეს ორი მატჩი გაარკვევს. თუმცა არსებობს გადათამაშების ალბათობაც, ამისთვის ერთი შანსია – ინტერმა ფრედ უნდა ითამაშოს და ნაპოლიმ წააგოს.
ორი ქალაქი, ორი სტადიონი და ორი წყვილი ერთი ტიტულისთვის – იტალიის ჩემპიონის ბედი დღეს ირკვევა.
ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს აქვს დამატებითი კითხვა – რა ბედი ეწევა კვარას, თუკი ნაპოლი გახდება ჩემპიონი? ყველა ამ კითხვაზე ეს სტატია გიპასუხებთ.
ნაპოლი vs კალიარი და კომო vs ინტერი – პირდაპირი რეპორტაჟი
ნაპოლი vs კალიარი და კომო vs ინტერი მატჩების პირდაპირი რეპორტაჟები setantasports.com-ზე თანადროულად, 22:45 წუთიდან დაიწყება.
ქართულენოვან რეპორტაჟებზე კომენტატორები, ნაპოლის მატჩზე ლუკა მილორავა და ანდრო ხელაძე, ხოლო ინტერზე – გიორგი საძაგლიშვილი და ნიკა ტაბატაძე იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
სერია A 2024/25 – სკუდეტოს ბედი
იგებს ნაპოლი? ხდება ჩემპიონი! მოცემულობა ასეთია. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში სკუდეტოსთვის ბრძოლაში აქტუალური უკვე კომო vs ინეტერის ანგარიშიც ხდება.
გადამწყვეტი, ფინალური ტურის სტარტამდე სხვაობა 1 ქულაა. ნაპოლი 79 ქულით პირველია, ხოლო ინტერი 78-ით – მე-2.
საჩემპიონო მატჩი სერია A-ში
თუკი გუნდებმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს, მაშინ გადათამაშება დაინიშნება.
საინტერესოა, რომ პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სერია A-ში საჩემპიონო მატჩი დაინიშნა, 1964 წელს იყო – მატჩი ბოლონიასა და ინტერს შორის, რომელიც ბოლონიამ 2:0 მოიგო.
საჩემპიონო ბრძოლის მონაწილე გუნდების მეტოქეები სატურნირო მოტივაციის გარეშე არიან დარჩენილნი. კალიარიმ წინა ტურში ვენეციას დამარცხების შემდეგ სერია A-ში ადგილი მათემატიკურადაც გაინაღდა, კომო კი მე-10 პოზიციის მაღლა გათამაშებას ვეღარ დაასრულებს.
შესაბამისად, ინტერს ისღა დარჩენია, საკუთარი მატჩი მოიგოს და პარტენოპეის ფეხის დაცდენას დაელოდოს. თავის მხრივ, თუკი ნაპოლი შინ გაიმარჯვებს, კომო vs ინტერის ანგარიში საერთოდ აღარ დააინტერესებს.
კვარა სერია A-ს ჩემპიონი
თუკი ნაპოლიმ სკუდეტო მოიგო, კვარა საჩემპიონო მედალსა და რეგალიას სამწუხაროდ ვერ მიიღებს. მიზეზი რეგლამენტია.
მისი მიხედვით ჩემპიონის სტატუსს მხოლოდ გაპირველებული გუნდის ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც იმ გაჩემპიონების მომენტში კლუბის განაცხადში იქნებიან.
შესაბამისად, FIGC-ის რეგლამენტის გამო, კვარა ოფიციალურად სერია A-ს მეორე ჩემპიონობას ვერ მიითვლის, თუმცა რეალურად ქართველის წვლილი საკმაოდ დიდია იმაში, რომ ნაპოლიმ პირველი მეტ-ნაკლებად წარმატებულად ჩაატარა.
იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში (სერია A) დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ფეხბურთელი ოფიციალურად ითვლება ჩემპიონად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი რეგისტრირებულია კლუბში იმ მომენტისთვის, როცა სკუდეტო ოფიციალურად ხდება მოგებული.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) ოფიციალურ რეგლამენტში არ არის მითითებული ფიქსირებული მატჩების რაოდენობა, რომლის ჩატარებაც აუცილებელია ტიტულის მოსაპოვებლად, ჩემპიონობის სტატუსი და მედლების გადაცემა განისაზღვრება სეზონის დასრულებისას ფეხბურთელის რეგისტრაციის სტატუსით.
შესაბამისად, ფეხბურთელები, რომლებიც კლუბს ტოვებენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, არ ითვლებიან სკუდეტოს გამარჯვებულებად, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველ ნახევარში წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
ამ წესისა და პრაქტიკის გამო კვარასთან ნაპოლის ჩემპიონობის შემთხვევაში მედლებს ვერ მიიღებენ, კაპრილე, ფოლორუნშო და ძერბინი.
ინტერის მხარეს იმავე ბედს გაიზიარებენ ბიუქენენი, პალასიოსი და რადუ.
რაც შეეხება სერია A-ს ტურის დარჩენილ შეხვედრებს, ორი მატჩი შაბათს, ხოლო დარჩენილი 6 უკვე კვირას გაიმართება. კვირას ითამაშებს საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის ემპოლიც, რომელსაც სერია A-ში ადგილის შენარჩუნების შანსი აქვს.