მიქაუტაძის სუპერგოლი – ვილიარეალმა ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ესპანიოლს უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით (4:1) დაამარცხა.
უყურე TOP სპორტს setantasports.com-ზე
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ფენომენალური შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს – გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც მატჩში თავი გატანილი გოლით და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მატჩის პირველი ნახევარი მარსელინიოს გუნდმა დამაჯერებელი უპირატესობით მოიგო. 35-ე წუთზე მიქაუტაძემ ეფექტური დარტყმით დააწინაურა ვილიარეალი, ზუსტად 6 წუთში კი სალინასის ავტოგოლით ‘ყვითლების’ უპირატესობა დამაჯერებელი გახდა.
ესპანიოლის კარში მესამე გოლის ავტორი ნიკოლა პეპე გახდა, რომელმაც თავი 50-ე წუთზე გამოიჩინა, ხოლო 54-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის მესამედში დრიბლინგის შემდეგ მოლეიროს შედეგიანი გადაცემა გაუკეთა. მიქაუტაძე მარსელინიომ 73-ე წუთზე შეცვალა.
კაბრერამ პრესტიჟის გოლი მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაიტანა და მატჩში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა (4:1).
მიქაუტაძის ვილიარეალი ლა ლიგაში მესამე ადგილამდე დაწინაურდა – ‘ყვითლებმა’ სატურნირო ცხრილში მადრიდის ატლეტიკოს გადაასწრეს, რომელმაც თავისი მატჩი ბეტისთან საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით დათმო (0:1).
აღსანიშნავია, რომ ვილიარეალს ატლეტიკოსთან შედარებით ერთი მატჩი თადარიგში აქვს, რომელსაც შუა კვირაში გამართავს.
მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 7 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ვილიარეალი შემდეგ მატჩს 14 თებერვალს, ხეტაფეს წინააღმდეგ მადრიდში, სტუმრად ჩაატარებს.
ტრადიციულად, ლა ლიგის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.