სარჩევი
რეალი vs ვილიარეალი - მიქაუტაძემ ბერნაბეუზე გაიტანა | Setanta Sports

რეალი vs ვილიარეალი – ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე ვილიარეალს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

მადრიდელები მატჩში სოლიდურ უპირატესობას პირველივე ტაიმში ფლობდნენ და ვილიარეალის კარს არა ერთხელ დაემუქრნენ. მიუხედავად არა ერთი კარისკენ დარტყმისა, სამეფო კლუბმა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლო.

ჩაბი ალონსოს გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისშივე ვინისიუსის გოლით დაწინაურდა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა მატჩში მეორე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

ვილიარეალის და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო და შეხვედრის 73-ე წუთზე შორეული დარტყმით თავისი გუნდის ჩამორჩენა შეამცირა.

მიქაუტაძის გოლის გატანიდან მალევე, ვილიარეალის ურუგვაელი მცველი, მოურინო უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, რასაც კილიან მბაპეს გოლი მოჰყვა და მატჩში საბოლოო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოედანს კარგ ფორმაში უბრუნდებიან. ჟორჟმა ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსის კარში გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.

მიქაუტაძის გარდა, დღეს წარმატებული მატჩი ჰქონდა სენტ-ეტიენის ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს, რომელმაც მონპელიესთან გამართულ გასვლით შეხვედრაში თავი დუბლით გამოიჩინა და მწვანეებს მოაგებინა.

თავისი მეორე გოლი გაიტანა ეშტორილის შემადგენლობაში ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა, ნოდარ ლომინაძემ, რომელმაც კასა პიასთან გამართულ მატჩში (2:2) გამოიჩინა თავი.

სადებიუტო პრემიერლიგური მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა სტემფორდ ბრიჯზე ჩელსის წინააღმდეგ და რამდენიმე ეფექტური სეივი განახორციელა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორ გასვლით მატჩს ჩაატარებს შესაბამისად ესპანეთისა (11 ოქტომბერს) და თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ (14 ოქტომბერს).

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.