გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზის შემდეგ ვილიარეალს შეუერთდა და ატლეტიკოსთან სადებიუტო მატჩის წინ ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.
13 სექტემბერს, ლა ლიგის მეოთხე ტურში setantasports.com-ის ეთერში გიორგი მიქაუტაძის დებიუტს ვიხილავთ.
ლა ლიგა 2025-26 წლების სეზონის ხილვას მაყურებელი ინგლისურენოვანი კომენტირებით, setantasports.com-ზე შეძლებს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ყვითელ წყალქვეშა ნავს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შეუერთდა.
ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, მიქაუტაძე სანაკრებო პაუზაზე ეროვნულ გუნდს თბილისში შეუერთდა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრაში ითამაშა.
თურქეთის წინააღმდეგ ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ფორვარდს თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.
მიუხედავად ამისა, ვილიარეალის ფორვარდი გოლით გამოირჩა ბულგარეთის ნაკრებთან მატჩში.
მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების მაისურით თავისი 21-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა. შოთა არველაძეს ვილიარეალის ფორვარდი 5 გოლით ჩამორჩება.
ქართველმა თავდამსხმელმა სეზონი ლიონშიც კარგად დაიწყო. ლიგა 1-ის ახალ სეზონში მიქაუტაძემ ლიონის რიგებში ორი თამაშის ჩატარება მოასწრო და ერთი გოლი გაიტანა.
მიქაუტაძის დებიუტი ატლეტიკოს წინააღმდეგ
გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალის სავარჯიშო ბაზაზე პირველი ვარჯიში 9 სექტემბერს ჩაატარა. ყვითელი წყალქვეშა ნავი ლა ლიგის მესამე ტურში მადრიდში, ატლეტიკოს წინააღმდეგ ითამაშებს.
დიდი ალბათობით, მიქაუტაძის დებიუტი სწორედ ატლეტიკოს წინააღმდეგ შედგება, თუმცა რამდენად დაიწყებს გიორგი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში, რთული სათქმელია.
მარსელინიოს გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო. სამი ტურის შემდეგ ყვითლები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან.
ოვიედოს (2:0) და ჟირონას (5:0) დამარცხების შემდეგ, ვილიარეალმა მესამე ტურში სელტასთან გასვლით მატჩში (1:1) 1 ქულა აიღო.
ატლეტიკომ, თავისმხრივ, სეზონი ცუდად დაიწყო და სამ ჩატარებულ შეხვედრაში არც ერთი მოგება აქვს.
სიმეონეს გუნდმა სეზონი ესპანიოლთან (1:2) წაგებით დაიწყო, ხოლო ელჩესთან (1:1) და ალავესთან (1:1) მატჩები ყაიმით დასრულდა.
ცხადია, მადრიდელები საკუთარ კედლებში ცუდი სტარტის შემდგომ რეაბილიტაციას ეცდებიან და ვილიარეალის წინააღმდეგ ფავორიტის სტატუსით ითამაშებენ.
ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ, მიქაუტაძის ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში ლონდონის ტოტენჰემს გასვლით მატჩში შეხვდება.