სარჩევი
მანჩესტერ სიტი vs ლივერპული - უყურე setantasports.com-ზე | Setanta Sports

მანჩესტერ სიტი vs ლივერპული – პრემიერ ლიგის გამორჩეული დაპირისპირება დაბრუნდა — 9 ნოემბერს, კვირას, ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ლივერპული შეხვდებიან.

თუმცა ამჯერად მატჩს განსაკუთრებული ქართული ელფერი აქვს: გიორგი მამარდაშვილი ეტიჰადზე პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ითამაშებს.

10 ტურის შემდეგ, „სიტი“ 19 ქულით მეორე ადგილზეა, „ლივერპული“ კი 18 ქულით მესამე პოზიციას იკავებს, წყვილის მიზანი ლიდერ არსენალთან სხვაობის შემცირებაა, რომელმაც ამ ტურში სანდერლენთან წაიფორხილა და 2:2 ითამაშა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 9 მოიგო (13 გოლი ბოლო 4 შეხვედრაში), ხოლო არნე სლოტის „ლივერპული“ ამჟამად რთულ პერიოდს გადის — ზედიზედ სამი მარცხი გასვლებზე.

გასულ სეზონში „ლივერპულმა“ ორჯერ სძლია „სიტის“ (ორივეჯერ 2:0) და არ დამარცხებულა ქალაქელებთან უკვე ოთხი მატჩია (2 გამარჯვება, 2 ფრე).

ეტიჰადზე გამარჯვება კი ისტორიული იქნება — „ლივერპულს“ აქ ორჯერ ზედიზედ არასოდეს მოუგია.

პეპ გვარდიოლასთვის ეს მატჩი სიმბოლურია — ეს იქნება მისი მე-1000 შეხვედრა მწვრთნელის რანგში (მათ შორის 550-ე „სიტიში“) — და სწორედ „ლივერპულთან“, რომლის წინააღმდეგაც მას ყველაზე მეტი მარცხი აქვს (10).

მანჩესტერ სიტი vs ლივერპული – პირდაპირი რეპორტაჟი

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე 20:30 წუთიდან დაიწყება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

მანჩესტერ სიტი vs ლივერპული – ფორმა

  • მანჩესტერ სიტი (სახლში): 3:0 „მანჩესტერ იუნაიტედი“, 5:1 „ბარნლი“, 2:0 „ევერტონი“, 3:1 „ბორნმუთი“.
  • ლივერპული (გასვლაზე): 1:2 „კრისტალ პალასი“, 1:2 „ჩელსი“, 2:3 „ბრენტფორდი“.

„სიტის“ პრემიერ ლიგის მეორე საუკეთესო შეტევა ჰყავს (20 გოლი, xG 18), ხოლო „ლივერპული“ ლიდერობს დარტყმების რაოდენობით (156) — თუმცა რეალიზაცია მხოლოდ 11.5%-ია.

გოლების ფარდობით, „სიტიმ“ მხოლოდ 8 გაუშვა, რაც ლიგის ტოპ 3 მაჩვენებელია, მაშინ როცა „ლივერპულმა“ 14 მიიღო – ეს ჩემპიონატის საშუალო შედეგია.

ორივე გუნდი ლიდერობს სწრაფ შეტევებში (თითოეულს 16), რაც მათ თამაშში სწრაფი ტემპის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

გიორგი მამარდაშვილი – ქართველი ლივერპულის კარში

მანამ სანამ ალისონი ტრავმას იშუშებს, გიორგი მამარდაშვილი სულ უფრო მყარად იკავებს ადგილს „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში.

21 წლის მეკარემ უკვე მოახერხა გულშემატკივართა ნდობის მოპოვება თავისი რეაქციებითა და უშიშარი თამაშით — განსაკუთრებით ბოლო შეხვედრებში, როგორც პრემიერ ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, როცა „ლივერპულს“ რთული მომენტები ჰქონდა.

მისი თამაშით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა: სწრაფი რეაქცია, მაღალი ბურთების კონტროლი და მშვიდი ტემპი პასით თამაშისას – ეს ყველაფერი მას ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მეკარედ აქცევს ინგლისში.

გარდა ამისა, გიორგის ელოდება უდიდესი გამოცდა — ჰოლანდის შეტევის წინააღმდეგ.

ჰოლანდი vs ვან დაიკი

ერლინგ ჰოლანდს უკვე აქვს 13 გოლი 10 მატჩში და ოთხი ორმაგი დუბლი ზედიზედ საკუთარ მოედანზე. კიდევ ორი გოლი და იგი ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწევს პრემიერ ლიგის 100 გოლს (108 მატჩში).

თუმცა „ლივერპულის“ წინააღმდეგ ნორვეგიელი უჩვეულოდ მწირშედეგიანია — 1 გოლი 4 შეხვედრაში და მხოლოდ 7.1%-იანი რეალიზაცია.

მოჰამედ სალაჰი ლივერპულის მხარეს კვლავ ერთ-ერთი მთავარი იარაღია: მას აქვს 9 გოლი ამ დაპირისპირებაში და ჯამში 13 გოლი პეპ გვარდიოლას გუნდების წინააღმდეგ — რეკორდული მაჩვენებელი.

სალაჰმა გასულ ორივე სეზონში მოიგო მატჩი 2:0 ანგარიშით და ახლახანს მიაღწია 250 გოლს „ლივერპულში“ ყველა ტურნირზე.

სტანდარტები და კუთხურები

ლივერპულსა და სიტის მიმდინარე სეზონში გოლი სტანდარტიდან არ გაუტანიათ.

„სიტის“ 20-ივე გოლი ღია თამაშიდან (xG 1.95 კუთხურებზე) გავიდა, ხოლო „ლივერპულს“ მსგავსი მაჩვენებელი აქვს (xG 1.88).

შესაბამისად, მატჩის ბედი დიდი ალბათობით ღია თამაშში მოპოვებული უპირატესობით გადაწყდება — აქ გადამწყვეტი იქნება ბურთის ფლობა და ბალანსი. თუმცა ვინ იცის, რომელიმე გუნდი სტატიკური მდგომარეობიდან დღეს სურპრიზს ამზადებდეს.

ტაქტიკური დეტალები

  1. პირველი გოლი გადამწყვეტია. „სიტიმ“ პირველმა გაიტანა 8 მატჩში (6 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხი), ხოლო როცა გაუშვა პირველი — ორივეჯერ წააგო. „ლივერპულმა“ კი ყველა შეხვედრა მოიგო, სადაც ანგარიში გახსნა.
  2. ფლანგური ბრძოლა: ფოდენი და დოკუ „ლივერპულის“ მარცხენა ზონაში, სალაჰი კი „სიტის“ მარცხენა ფლანგის წინააღმდეგ. „სიტის“ აქვს ბურთის 39 დაბრუნება ბოლო მესამედში, რაც შეიძლება გახდეს პრესინგის მთავარი იარაღი.
  3. სწრაფი შეტევების კონტროლი: ორივე გუნდი ლიდერობს სწრაფ გადასავლებში.

„სიტის“ გამარჯვება მყარად დააბრუნებს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლის გზაზე. 3 ქულის აღების შემთხვევაში გვარდიოლას გუნდი არსენალს 4 ქულაში მიუახლოვდება. გამარჯვება ლივერპულისთვისაც მეორე ადგილზე დაბრუნებას ნიშნავს. არნე სლოტის გუნდს ასეთ შემთხვევაში, 21 ქულა ექნება და მეთოფეებთან ჩამორჩენა 5-ქულიანი იქნება.

მაშ ასე, ბრძოლა მეორე ადგილისთვის – მანჩესტერ სიტი vs ლივერპული – უყურე პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-ზე.