მამარდაშვილის დებიუტი – ქართველი მეკარე ლივერპულის მაისურით თავის სადებიუტო შეხვედრას ინგლისის ლიგის თასზე, საუთჰემპტონის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მერსისაიდული კლუბი ლიგის თასის 1/16 ფინალში საუთჰემფტონს უმასპინძლებს. მატჩი 23 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.
გიორგი მამარდაშვილის დებიუტის ყურება ქართველ მაყურებელს Setanta Sports 1-ზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
სეზონის დაწყებიდან 1-თვიანი ლოდინის შემდეგ, ქართველი მეკარე წითლების რიგებში თავის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს.
ლივერპულის ინსაიდერები წერენ, რომ მამარდაშვილის დებიუტი უკვე ჩანიშნულია და თასებზე ლივერპულის კარს სწორედ ქართველი მეკარე დაიცავს.
ლივერპულურ დერბიში გამარჯვების შემდეგ, არნე სლოტმა მოახლოებულ სათასო შეხვედრაზე გადაკვრით ისაუბრა.
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა უბრალოდ დაასახელა გუნდის ის ლიდერები, რომლებიც სათასო მატჩისთვის დაისვენებენ.
სლოტის თქმით, ვირჯილ ვან დაიკი, დომინიკ სობოსლაი, იბრაჰიმა კონატე, მოჰამედ სალაჰი და რაიან გრავენბერხი საუთჰემფტონთან არ ითამაშებენ.
ლივერპულის 21-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რობ პეიჯმა დაასახელა ის მოთამაშეები, რომლებმაც სათასო თამაშისთვის პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს.
რის უილიამსი, ჯეიდენ დენსი, ტომი ფილინგი, კირან მორისონი და კაიდე გორდონი არიან ის ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც თასებზე ვიხილავთ.
გადატვირთული სათამაშო გრაფიკის გამო, არის მოლოდინი, რომ ლივეპრულის სხვა ფეხბურთელებიც დაისვენებენ.
დიდი შანსია წითლების სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდერ ისაკიც ვიხილოთ.
შვედს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სტარტი აქვს მერსისიადულ კლუბში და გუნდთან ადაპტაციის პროცესშია.
ლივერპულის სავარაუდო შემადგენლობა:
მამარდაშვილი, რობერტსონი, გომეზი, ლეონი, ფრიმპონგი, ენდო, ჯონსი, ნიონი, ნგუმოჰა, ისაკი, კიეზა
ლივერპულის ბრაზილიელი მეკარე, ალისონი სლოტის გუნდის ნომერ პირველი არჩევანია სეზონის დაწყებიდან მოყოლებული. წითლებმა პრემიერ ლიგაში 5/5 თამაში მოიგეს და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობენ.
ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველი ტურიც მოიგო, სადაც ენფილდზე მადრიდის ატლეტიკო დაამარცხა (3:2).