სარჩევი
მამარდაშვილი vs რეალი - მოგება და მშრალი კარი | Setanta Sports

მამარდაშვილი vs რეალი – ლივერპულმა რეალი დაამარცხა – ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში მადრიდის რეალს უმასპინძლა და სამეფო კლუბი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0).

არნე სლოტის გუნდმა ძველებური დინამიური, სწრაფი თამაში შემოგვთავაზა და აქტიურ პრესინგს გვთავაზობდა თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში.

მატჩის პირველ ნახევარში ბურთს მადრიდის რეალი ფლობდა, თუმცა უფრო მეტ მომენტს წითლები ქმნიდნენ. ერთ-ერთი შეტევის დროს სობოსლაის დარტყმული ჩუამენის საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა კოვაჩმა მომენტს გადახედა და პენალტი არ დანიშნა.

მადრიდული გუნდი მამარდაშვილის კარს პირველ ტაიმში ორჯერ დაემუქრა, თუმცა ქართველი ორივე შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ლივერპუმლა მეორე ტაიმის სტარტზე მადრიდელთა კარისკენ ზეწოლა გააძლიერა და უამრავი მომენტი შექმნა. ბლანკოსის ბელგიელმა კიპერმა რეალი რამდენჯერმე გადაარჩინა, თუმცა მაკალისტერს თავურს ვერაფერი მოუხერხა და ლივერპული 61-ე წუთზე დაწინაურდა.

გატანილი გოლის შემდეგ არნე სლოტის გუნდი შედარებით უკნიდან თამაშობდა და აქცენტს ანგარიშის შენარჩუნებაზე აკეთებდა.

საბოლოო ჯამში, მამარდაშვილმა ზედიზედ მეორედ შეინახა კარი მშრალად და ლივერპულმაც მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.