სარჩევი
მამარდაშვილი გალათასარაისთან ითამაშებს | Setanta Sports

ლივერპულთან დაახლოებულმა გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ – Liverpool Echo-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც წითლების ბრაზილიელმა მეკარემ, ალისონმა ვარჯიშზე მუხლის დაზიანება მიიღო და გალათასარაის წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდი პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.

გიორგი მამარდაშვილს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი სწორედ გალათასარაის წინააღმდეგ ჰქონდა – ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე სტამბულში გამართული ის მატჩი თურქებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს. ქართველმა მეკარემ იმ შეხვედრაში ტრავმირებული ალისონი 56-ე წუთზე შეცვალა.

როგორც ზემოხსენებული გამოცემა იუწყება, ალისონის ტრავმის სირთულე ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ბრაზილიელს ვარჯიშის ნაადრევად დატოვება მოუწია და 10 მარტს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გალათასარაისთან გასამართი მატჩის წინ ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი პრესკონფერენციას 9 მარტს, თბილისის დროით 22:15 სთ-ზე ჩაატარებს, სადაც ალისონის ტრავმაზე სიახლეს უფრო დეტალურად გავიგებთ.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გალათასარაისა და ლივერპულს შორის სტამბულში 10 მარტს, თბილისის დროით 21:45 სთ-ზე გაიმართება.

ტრადიციულად, მატჩის პირდაპირი ეთერის ხილვა Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.