სარჩევი
ლორიენი vs პსჟ - მატჩის წინ | Setanta Sports

ლორიენი vs პსჟ – საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში პსჟ ახლად გადმოსულ ლორიენს ეწვევა, ლუის ენრიკეს გუნსდ პირველი ადგილის გამტკიცების რეალური შანსი აქვს.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ყურება ქართველ მაყურებელს Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ლორიენი vs პსჟ – სიახლეები გუნდებში

ენრიკეს გუნდმა თავისი ბოლო თამაში საფრანგეთის ჩემპიონატში ბრესტთან გასვლაზე მოიგო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზულ გუნდს ბოლო ტურებში გამორჩეული ვარსკვლავების გარეშე უწევდა თამაში, ენრიკეს გუნდმა მხოლოდ ერთხელ წააგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. სწორედ ტრავმირებული ლიდერების გამოა, რომ დედაქალაქელებს სეზონის საწყის 9 მატჩში უკვე 7 ქულა აქვთ დაკარგული.

ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუზენთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ბრესტი ჰაკიმის დუბლით და დეზირე დუეს გოლით დაამარცხეს, მადლობა მარსელს, რომელმაც თავისი მატჩი ლენსთან დათმო და პსჟ პივრველ ადგილს დაუბრუნდა.

ლევერკუზენთან მატჩი მიმდინარე სეზონში უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა იყო, რომლის გადამეორებაც სეტანტას გვერდებზეა შესაძლებელი.

ამგვარად, ენრიკეს გუნდი ლორიენთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება და დამაჯერებელ 3 ქულას გეგმავს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ლორიენი ბოლო დროს შიდა ჩემპიონატში საკუთარ თავს ვერ პოულობს.

ლორიენი ლიგა 1-ში წარუმატებელ სვლაზეა და ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს (2 ფრე, 4 მარცხი). შედეგად, ოლივერ პანტალონის გუნდი გასავარდნ ზონამდე დაქვეითდა.

მასპინძელთა ცუდ ფორმაზე მიანიშნებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვით ლორიენმა მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი წააგო, სადაც გოლი პირველმა გაუშვა – ასეთი სულ 5 იყო.

განსაკუთრებით არადამაჯერებლად გამოიყურება ლორიენის დაცვა მიმდინარე სეზონში. საკუთარ მოედანზე ჩატარებულ 4 მატჩში ლორიენმა ჯამში 11 გოლი გაუშვა, რაც ლიგაში ყველაზე ცუდი შედეგია.

ლორიენი vs პსჟ – ურთიერთშეხვედრები

უცნაურია, თუმცა პარიზულ გუნდს ლორიენთან გამართულ ბოლო 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვს. 2023 წელს ლორიენმა პარიზში სენსაციურად 1:3 იმარჯვა, ამის შემდეგ პსჟ-მ რეაბილიტაცია სტუმრად მოახდინა და გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო – 1:4.

ჯამში ლორიენს და პსჟ-ს შორის სულ 39 მატჩია გამართული, საიდანაც 22-ჯერ გამარჯვება პარიზულ გუნდს დარჩა, 10-ჯერ – ლორიენს, ხოლო 7 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლორიენი vs პსჟ სავარაუდო შემადგენლობები

ჟოაო ნევეში და ფაბიან რუიზი ახლოს არიან დაბრუნებასთან, თუმცა ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ ვარჯიშობენ და ლორიენთან მატჩს გამოტოვებენ.

ლორიენის მხარეს, გუნს ლევერკუზენიდან განათხოვრებული აბდულაიე ფაიე ვერ ეხმარება ტერფის ტრავმის გამო. ასევე გუნდს აიზეკ ტურე, პანოს კაცერისი და ბანდიუგუ ფადიგა დააკლდება.

ლორიენის სავარაუდო შემადგენლობა:

მვოგო, სილვა, იონგვა, ტალბი, ლე ბრისი, ავომი, აბერგელი, კუასი, მაკენგო, პაგისი, ტოსინი

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა:

შევალიე, ზაირ-ემერი, მარკინოსი, ბერალდო, მენდეში, ლი, ვიტინია, მაიულუ, დუე, დემბელე, კვარაცხელია